ამ რეცეპტით მომზადების შემდეგ აღარასდროს მიირთმევთ გოგრას ცალკე.

0
106
#post_seo_title

მოხარშული გოგრა ბრინჯით და ჩირებით

ერთი ჭიქა ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ 2 ჭიქა მარიწყალში. როცა ნახევრად მოიხარშება, გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი.

ცალკე ქვაბში ჩავასხათ ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, ჩავყაროთ გაფცქვნილი ნუში, გარჩეული და გარეცხილი ქიშმიში, შავი ქლიავის და გარგარის ჩირები, შაქრის ფხვნილი, თაფლი და 15 წუთით ვხარშოთ.

ამ რეცეპტით მომზადების შემდეგ აღარასდროს მიირთმევთ გოგრას ცალკე. | შენი სუფრა

ეს ყველაფერი გადმოვიღოთ და გავშალოთ სინზე, გავაციოთ და შევურიოთ ბრინჯს.

გოგრა გავჭრათ სიბრტყეზე, ამოვასუფთავოთ, მოვაყაროთ ცოტა მარილი, თუ ტკბილი არ არის, მოვაყაროთ ასევე შაქრის ფხვნილი და ბრინჯის გულსართი მოვათავსოთ შიგ.

ამ რეცეპტით მომზადების შემდეგ აღარასდროს მიირთმევთ გოგრას ცალკე. | შენი სუფრა

ამ რეცეპტით მომზადების შემდეგ აღარასდროს მიირთმევთ გოგრას ცალკე. | შენი სუფრა

შევდგათ ღუმელში საშუალო ცეცხლზე და გამოვაცხოთ. როცა გოგრის რბილობი დარბილდება, გამოვიღოთ ღუმელიდან. მიირთვით გემრიელად!

READ  სადედოფლო დესერტი! სწორედ ეს არის ჩემი მშვენიერი განწყობის საიდუმლო!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ