როგორ გავაფორმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები

0
115
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სეზონური და ჯანსაღი ბოსტნეულის, მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ვცდილობთ შევქმნათ კერძების მრავალფეროვნება. რაც მთავარია, ლამაზი და ორიგინალური გაფორმებით იოლად მოიხიბლებიან ბავშვები, რომლებიც დიდად არ სწყალობენ ბოსტნეულს.

ჯანსაღი ყაბაყის მინი კექსებს, რომელთა რეცეპტსაც ახლა შემოგთავაზებთ, ორიგინალური შესახედაობის გარდა ნაზი სტრუქტურაც აქვთ. ამასთან, ეს კერძი საკმაოდ დაბალკალორიულია.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ყაბაყი
  • ასი გ ხახვი
  • ასი მლ წყალი
  • ზეთი საჭიროების მიხედვით
  • ასი გ სტაფილო
  • 80 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • მწვანილი და საკმაზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი დაჭერი პატარა კუბებად. წვრილად დაჭერი ხახვი და სტაფილოც. შეურიე ერთმანეთს ღრმა ჯამში.

როგორ გავაფორმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები | შენი სუფრა

  1. ტაფაზე გააცხელე ზეთი და შეწვი მასში ბოსტნეული ათი წუთის მანძილზე. შემდეგ გადმოდგი და გააციე.

როგორ გავაფორმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები | შენი სუფრა

  1. ფქვილს დაამატე ცოტ-ცოტა წყალი და თან კარგად აურიე. დაამატე ერთი ს. კ. ზეთი, მარილი, კვერცხი, მწვანილი და სხვა საკმაზი. ათქვიფე კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

როგორ გავაფორმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები | შენი სუფრა

  1. ეს ცომი ჩაასხი ბოსტნეულის ჯამში და კარგად აურიე. სილიკონის ფორმებს მოუსვი ზეთი და გადაიტანე მასში ბოსტნეულის მასა. გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის მანძილზე.

როგორ გავაფორმოთ ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები | შენი სუფრა

ბოსტნეულის მინი კექსები ფორმიდან ამოიღე ცოტა რომ გაცივდება, მაშინ. ამ კერძს ძალიან უხდება არომატული სოუსი: არაჟანს შეურიე სოიოს სოუსი და ცოტა დაჭყლეტილი ნიორი.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ბოსტნეულის უგემრიელესი კრემ-სუფი