ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი.

ხალადეცის კლასიკური რეცეპტი დეტალური ინსტრუქციით - ნაბიჯ-ნაბიჯ. ტრადიციული ქართული სამზარეულოს ეს პოპულარული კერძი სახლის პირობებში მარტივად მზადდება.
SheniSupra.ge
ავტორი

როგორ ამზადებენ “ხალადეცს” სხვადასხვა ქვეყანაში

ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. | შენი სუფრა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჟელატინიანი ხორცი, ან მისი თანამედროვე გაგებით ხალადეცი, მე -16 საუკუნიდან ცნობილია სხვადასხვა ქვეყანაში. კლასიკური რეცეპტი არ საჭიროებს დანამატებს, რომ კერძს ჟელეს მსგავსი შემადგენლობა მისცეს. მისი ძირითადი ინგრედიენტებია დაკეპილი ხორცი და მდიდარი ბულიონი. მნიშვნელოვანია ზუსტად იმ  ნაწილების გამოყენება, რომლებშიც ბევრია ჟელატინისებური ნივთიერებები. ეს არის ცხოველის ფეხები და თავი. ამასთან, სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს ამ ტრადიციული კერძის განსხვავებული რეცეპტები და სხვადასხვა სახელებიც კი. თითოეული რეცეპტის საშუალებით შეგიძლიათ შეაგროვოთ სასარგებლო ტექნოლოგიები და დახვეწილობები, რათა საბოლოოდ მიიღოთ სრულყოფილი ხალადეცი.

რატომღაც საბჭოთა დროს ყველანი „ხალადეცს“ უწოდებდნენ, რაც მოდის რუსული სიტყვიდან – ცივი, ჩაციებული!„ხალადეცი“ საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტია. ყველგან ვხვდებით. განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ის მზადდება სხვადასხვა ხორცისგან, მაგრამ კლასიკად ითვლება ღორის თავისგან.

ქართულად მისი შესატყვისი გვიან ამოტივტივდა და ჰქვია ლაბასხმული!
ასეთი ლაბასხმული კერძები მსოფლიოს სხვადასხვა კულინარიაში გვხვდება!

1) ავსტრიაში, გერმანიასა და ჩეხეთში შემხვედრია და ჰქვია – ზელცი!
ავსტრია
ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. | შენი სუფრა
“ზელცი”
არის მოხარშული დაპრესილი ძეხვი პროდუქტი. იგი მზადდება ღორის ხორცის, ბეკონის აგრეთვე ენების, ღვიძლის და სხვა სუბპროდუქტებისგან.

ტრადიციული რუსული ხალადეცისგან განსხვავებით ზელცი გამოირჩევა ხორცის და ინგრედიენტების გაცილებით მეტი  რაოდენობით.

ჩეხები ზელცში ამატებენ ოხრახუშს, მოხარშულ კვერცხებს, ნიახურს; მზა ზელცს ჩადებენ გასუფთავებულ ღორის კუჭში და მძიმე საგანს ადებენ. ერთგავრი ძეხვის ვარიაციაა ჩეხების ზელცი. ბოლოს ჭრიან და ბუტერბროტებში იყენებენ.საფრანგეთში მისი სახეობაა – ასპიკი!
ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. | შენი სუფრა
ქათმის მსუყე ბულიონს ამატებენ ქათმის დაჩეჩილ ხორცს, ბოსტნეულს. ასპიკი ან ლანსპიკს გასამყარებლად უმატებენ აგარ-აგარს. ლაბასხმულს ფრანგები სხადასხვა ინგრედიენტებით ალამაზებენ. მთავარია ის ფერადი და მადისაღმძვრელი გამოვიდეს.

ასპიკის ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია სტაფილო, მწვანე ბარდა და სიმინდი. მაგრამ ინგრედიენტებად შეიძლება გამოვიყენოთ ყველაფერი.  ხორცის ნაცვლად შეიძლება თევზის გამოყენებაც, ბოსტნეულს კი კვერცხი და სოკოც შეიძლება დაემატოს.
მინის ხორცი, ჩინეთი

READ  შოკოლადის კექსი, მერწმუნეთ ასეთი დესერტი დღემდე არ გაგისინჯავთ!

ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. | შენი სუფრა

კორეაში, ჩინეთსა და ვიეტნამში ეს განსაკუთრებული სადღესასწაულო კერძია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მზადდება ხორცის ნარჩენებისგან – ღორის ტყავიდან და ყურებიდან, სუბპროდუქტების დამატებით. აზიურ ჟელესებურ ხორცს ხშირად ემატება შავი სოკო და თევზის ფილე. პროდუქტების ამ უცნაურ კომბინაციას ურევენ ბულიონს და ჟელატინს და შემდეგ ყინავენ.
სალტისონი, ჩეხეთი

 

თავდაპირველად, სალტისონი იტალიური სამზარეულოს კერძი იყო, მაგრამ ის მთლიანად მიისაკუთრეს  ჩეხებმა და პოლონელებმა. რეცეპტის არსი იგივეა – ბლანტ ბულიონში ამატებენ წვრილად დაჭრილ მოხარშულ ხორცს. სალტისონში აუცილებელია ნიორი. ეს არის წვრილად დაჭრილი ხორცი სქელ ბულიონში. მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ღორის ნაწლავებსა და კუჭებში შეფუთვამდე ხორცს აცხობენ  და მხოლოდ ამის შემდეგ პრესავენ. სალტისონის ხორცისთვის გამოიყენება ღორის ხორცი, ასევე ცხიმი, ღვიძლი, გული და თირკმელები. ნიორი კერძის სავალდებულო ინგრედიენტია.
პაჩა, ბულგარეთი
ბულგარელებს აქვთ – პაჩა, სლავური ასპიკის უახლოესი ნათესავი. ესაა ზამთრის წვნიანი, ის შეიცავს იმავე ინგრედიენტებს, რითიც მზადდება ლაბასხმული, მაგრამ ჩეხები არ აციებენ და ცხელს-ნაბახუსევზე მიირთმევენ.

რეცეპტში გამოიყენება ხორცი ღორის ფეხებიდან, ყურებიდან, თავიდან. მან უნდა მისცეს ბულიონი სისქე და სიმდიდრე. ძირითადი სანელებლები ნიორი და ცხარე წიწაკაა. ბულგარეთში ამ კერძს დილის კერძად მიირთმევენ დღესასწაულების შემდეგ.

განუმეორებელი გემოს გარდა, ხალადეცის შემადგენლობაში ორგანიზმისთვის აუცილებელი კომპონენტები შედის. ის დიდი რაოდენობით კოლაგენს შეიცავს.

ჩვენი ორგანიზმის უჯრედებისთვის ძირითადი სამშენებლო ცილა კოლაგენია. კოლაგენი აქტიურად ანელებს ქსოვილების დაბერების პროცესს, ასევე, ხელს უშის ძვლებისა და ხრტილების გაცვეთას.

თუ საღამოს სადღესასწაულო სუფრასთან ხალადეცს მიირთმევთ, ეს დაგეხმარებათ დილით ნაბახუსევის ძლიერი სინდრომის თავიდან აცილებაში. საქმე ისაა, რომ ჟელატინი, რომელსაც ხალადეცი შეიცავს, შემოევლება კუჭის კედლებს, მის შემადგენლობაში არსებული გლიცინი კი თავის ტვინის ფუნქციონირების ნორმალიზებას განაპირობებს.

ხალადეცის შემადგენლობაში В ჯგუფის ვიტამინები შედის. ისინი არეგულირებს ნერვული სისტემის მუშაობას. ამასთან, ხალადეცი შეიცავს ამინომჟავა ლიზინს – იგი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი კომპონენტია რეტინოლი, რომელიც აუმჯობესებს იმუნიტეტსა და მხედველობას. ხალადეცის შემადგენლობაში არსებული ჟელატინი აღადგენს სახსრების ფუნქციონირებას და ზრდის მათ მოტორიკას.

READ  Რა არის ქინოა და როგორ მოვამზადოთ სწორად ის?

ხალადეცში, ხშირად, ცოტაოდენ ღორის ქონს უმატებენ, რომელიც გვეხმარება დეპრესიასა და ძალების გამოცლასთან გამკლავებაში. ამასთან, ნიორსა და შავ პილპილსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს – ესენი ხალადეცის აუცილებელი ინგრედიენტებია.

ხალადეცი მიირთვით მდოგვთან ან ტყემალთან ერთად.
ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. | შენი სუფრა

სტატიის ციტირება
SheniSupra.ge. ხალადეცი- საბჭოთა კულინარიის წიგნების ჰიტი. [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 5]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%ad%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90/
shenisupra.ge
author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniSupra.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი სუფრა · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.