ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიცნობილი ვლოგერის გამორჩეული რეცეპტი ექსკლუზიურად "შენისუფრისთვის" - Tatiana’s kitchen

ცნობილი ვლოგერის გამორჩეული რეცეპტი ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის” – Tatiana’s kitchen

“შენისუფრა” დაუკავშივრდა სოციალურ ქსელებში პოპულარულ ვლოგერს “Tatiana’s kitchen”, რომელსაც ვთხოვეთ ჩვენთვის განსაკუთრებული, საავტორო რეცეპტი გაეზიარებინა. ტატიანამ საკუთარ თავზეც გვიამბო:

“მე ვარ ტატიანა კვეკვესკირი, ვარ 2 გურული ბიჭის  დედა, პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი. კულინარია ჩემი ჰობია. წელს ავიხდინე  ოცნება და ჩემი  საკუთარი კულინარიული წიგნი დავბეჭდე. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და ყოველი მოგზაურობიდან სიახლე მომაქვს ჩემს სამზარეულოში. ვარ ძალიან პოზიტიური და მოუსვენარი ადამიანი, სულ რაღაც ახლის ძიებაში ვარ. აგრეთვე, მიყვარს ცხოველები, მყავს კატა, ძაღლი, სამი დიდი და სამი პატარა კუ, ეს ყველაფერი ეზოში, რა თქმა უნდა. მოკლედ დიდი სახლის პატრა დიასახლისი ვარ.

ახლა კი დაპირებული რეცეპტი ექსკლუზიურად “შენისუფრისთვის”:

ცნობილი ვლოგერის გამორჩეული რეცეპტი ექსკლუზიურად "შენისუფრისთვის" - Tatiana’s kitchen

კვალამ-კვარეფი 

(მეგრული ყველიანი კვერები)

როგორც ყველა ნებისმიერ კერძს, ამასაც ყველა თავისებურად ამზადებს. მეც ჩემებურ ვერსიას შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:

ცომი:

1 ც კვერცხი

2ს/კ ზეთი

1 ჭ ადუღებული წყალი
ფქვილი 2,5 -3 ჭიქა შეიძლება მეტიც დაგჭირდეთ

გულსართი:

300 ნადუღი

500 გრ მარილიანი სულუგუნი

100 გრ კარაქი

2 ქ მაწონი

2ს/კ პიტნის აჯიკა, პიტნა, ნიორი, მწარე წიწაკა, მარილი

მომზადება:

მოვზილოთ ცომი… თავიდან ხის კოვზით მოვურიე და ოდნავ რომ შეთბა, ხელით გავაგრძელე ზელვა. ცომი ძალიან ელასტიური გამოდის და არ არსებობს, რომ ხარშვის დროს გასკდეს კვერი. ცომს ვასვენებთ… მანამდე მოვამზადე გულსართი: გავხეხე სულუგუნი, შევურიე ნადუღი და კარაქი. სტანდარტულად გავაბრტყელე ცომი, მოვათავსე გულსართი, მივეცი შესაბამისი ფორმა და მოვხარშე მარილიან წყალში.

ცალკე ჯამში მოვათავსე მაწონი და შევურიე პიტნის აჯიკა. მოხარშული კვერები მოვათავსე მაწვნის მასაში და ზემოდან მოვასხი გამდნარი კარაქი.

უგემრიელესი კერძიც მზად არის. ისიამოვნეთ ამ გემრიელობით.

გაამოთ! 

 

ავტორი: მაგდა ალანია

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

იტალიის ამ ქალაქებს საუკეთესო ცენტრალური ქუჩა აქვთ

8 November, 2024
დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

დატვირთვის ტესტი – საეკლესო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 8, 2024
„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

„ყველა მომენტი მახსენებს, თუ როგორი იღბლიანი ვარ“ – ბერა ივანიშვილი მეუღლეს ემოციური სიტყვებით მიმართავს

10 ნოემბერი 2024
ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

ჩინეთის მავალმა შორეულ წარსულში მარსზე არსებული ოკეანის კვალს მიაგნო

8 ნოემბერი 2024
12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

ნოემბერი 8, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები