როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

0
42
#post_seo_title

შტრუდელის მოსამზადებლად რომელი ვაშლის სახეობასაც აირჩევთ, დესერტს შესაბამისი გემო ექნება. რეკომენდაციას გავუწევთ რბილ, ტკბილ, წვნიან ვაშლებს.

შტრუდელი ფხვიერი ცომი და რბილი შიგთავსი – საოცარი შეხამებაა. დესერტისთვის უკეთესს ვერც მოიფიქრებთ.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

ინგრედიენტები ცომისთვის: 350 გ ფქვილი, 200 გ არაჟანი 200 გ ნაღების კარაქი1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის: 5 ვაშლი 2 ს.კ. ლიმნის წვენი, 150 გ შაქარი, 1 ს.კ. ლიმნის ცედრა, 1 ს.კ. დარიჩინი
მომზადება

მიქსერით ათქვიფეთ ნაღების კარაქი, არაჟანი და ვანილის შაქარი.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

სხვა ჭურჭელში გაცერით ფქვილი და შეურიეთ გამაფხვიერებელი.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

მოათავსეთ ორივე მასა ღრმა ჯამში. მოზილეთ ცომი. ის რბილი უნდა იყოს და ხელებზე არ გეკრობოდეთ. შეახვიეთ საკვებისთვის განკუთვნილ ქაღალდში და შედგით მაცივარში 30 წუთით.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

გაასუფთავეთ ვაშლი, მოაშორეთ შუაგული და დაჭერით. დაამატეთ ლიმნის წვენი, ცედრა, დარიჩინი. ყველაფერი აურიეთ.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

ცივი ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ ზომით 15 x 30 სმ და სისქით 6 მმ.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

მოათავსეთ შიგთავსი მართკუთხედი ფორმის ცომის შუაში. შეახვიეთ ორივე მხრიდან ისე, რომ ცენტრისკენ გადაახვიოთ და რულეტი მიიღოთ.

როგორ გამოვაცხოთ შტრუდელი

ცომის მეორე ნაწილისგან კიდევ ერთი რულეტი გააკეთეთ. ორივე მათგანზე 5სმ-იანი დაშორებით გააკეთეთ ჭრილები. წაუსვით კარაქი და 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წთ გამოაცხვეთ.

ამ რეცეპტის უფრო სრულყოფილი ვერსიის დამზადება შესაძლებელია, თუ შიგთავსს თხილს, ქიშმიშს, ჭერამს და სხვა ჩირს დაუმატებთ. ზევიდან შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ ან კვერცხი წაუსვათ გამოცხობამდე.

გემრიელი ვაშლის შტრუდელი ათქვეფილ ნაღებს და ჯანჯაფილიან ჩაის მოუხდება.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები