მოამზადეთ ოქროსფერი ღვეზელი ქათმის ღვიძლით და კარტოფილით

0
57
#post_seo_title

ბებიას გამომცხვარი ღვეზელი კერძია, რომელსაც გვერდს ვერასდროს აუვლით. გახსოვდეთ: კარტოფილით, კომბოსტოთი, სოკოთი თუ ხორცით, ნებისმიერი სახის შიგთავსის ღვეზელი განწყობას ცივი სეზონის ყველაზე ცივ დღესაც კი აგიმაღლებთ. წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს: კარტოფილის პიურეთი და ქათმის ღვიძლით. მსგავსი გემოების არევა მასაც მოეწონება, ვინც ღვეზელზე არ გიჟდება.

ინგრედიენტები

მშრალი საფუარი 10გ

კვერცხი 2 ც

მცენარეული ზეთი 50გ

მარილი 1 ჩ.კ.

ხორბლის ფქვილი 6-8 ჭიქა

წყალი ს.კ.

ქათმის ღვიძლი 500გ

კარტოფილი 200გრ

ხახვი 1-2ც

მარილი, ზეთი გემოვნებით

მომზადება

ღრმა ჭურჭელში აურიეთ ფქვილი საფუართან, დაასხით წყალი, დაამატეთ კვერცხი, მარილი და ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ. უნდა გამოგივიდეთ ელასტიური ცომი.

შეურიეთ მცენარეული ზეთი და თბილ ადგილას 1-1.5 საათით გააჩერეთ.

გაასუფთავეთ, დაჭერით, მოხარშეთ და დაჭყლიტეთ კარტოფილი.

მოხარშეთ ღვიძლი, გააცივეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ზეთსა და ხახვში შეწვით.

ღვიძლი პიურესთან აურიეთ, დაამატეთ მარილი და პილპილი.

ცომიდან ფორმები გააკეთეთ, ამოავსეთ.

შეწვით ტაფაზე დიდი რაოდენობის ზეთში.

მოამზადეთ ოქროსფერი ღვეზელი ქათმის ღვიძლით და კარტოფილით

მასალის გამოყენების პირობები