უგემრიელესი აჯიკა ქლიავით

0
26
#post_seo_title

ქლიავით არა მარტო მურაბა, კომპოტი ან არომატული კექსი მზადდება. მისგან შეგვიძლია გემრიელი საწებელა ან აჯიკაც მოვამზადოთ. ეს არაჩვეულებრივი ხილი აჯიკას აძლევს საოცარ, პიკანტურ გემოს.

აჯიკის მოსამზადებლად საჭიროა: 1 კგ. ქლიავი, 1 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა, 10-14 კბილი ნიორი, წითელი მწარე წიწაკა გემოვნებით, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ მარილი, 500 მლ. ტომატი, 1 ჩ/კ ძმარი.

წიწაკა გავრეცხოთ, გამოვაცალოთ გული, გავასუფთავოთ, დავჭრათ, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ, მწარე წიწაკა და ნიორიც გავასუფთავოთ და ყველაფერი გავატაროთ ხოცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში. მომზადებული მასა მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ შაქარი, მარილი და პომიდვრის ტომატი. დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ.

თუ შესანახად გვინდა, დავამატოთ 1 ჩ/კ ძმარი. ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში და დავხუფოთ ახალი სახურავით, გადმოვატრიალოთ და შევფუთოთ დღე-ღამის განმავლობაში.

მოცემული რაოდენობით მზადდება 4-5 ქილა (ნახევარლიტიანი ) არომატული აჯიკა. აჯიკა ქლიავით ერთდროულად არის მწარეც, ტკბილიც, მჟავეც, მაგრამ ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ მიირთვათ ხორცთან, კარტოფილთან ან სულაც ახლადგამომცხვარ პურთან ერთად.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ