საუკეთესო, რაც შეიძლება მოამზადოთ ვაშლისგან – უგემრიელესი ნამცხვარი 20 წუთში!

0
21
#post_seo_title

“ვაშლის უგემრიელესი ნამცხვარი”

მასალა:

გამდნარი, თბილი მარგარინი ან კარაქი – 200 გრ.

შაქარი – 150 გრ.

ვანილი 10 გრ.

კვერცხი – 3 ც.

ცოტა მარილი

არაჟანი – 100 გრ.

ფქვილი – 250 გრ.

გამაფხვიერებელი – 1,5 ჩ.კ.

შიგთავსი:

3-4 ც. ვაშლი, თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი

შაქარი და დარიჩინი -ზემოდან მოსაყრელად

მომზადება

გამდნარ, თბილ კარაქში ჩავყაროთ შაქარი და მსუბუქად გავთქვიფოთ, დავამატოთ ვანილიანი შაქარი. დავამატოთ კვერცხის გულები და ვთქვიფოთ 2-3 წუთი.  დავამატოთ არაჟანი და დავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ისევ გავთქვიფოთ.
ცალკე ამოვიყვანოთ ცილა და მწიკვი მარილი მყარ მასამდე და 3-4 ნაწილად შევურიოთ  ცომს.
დავჭრათ ვაშლი თხელ ნაჭრებად  და კანით ზემოთ ჩავარჭოთ ცომს ფრთხილად. მოვაყაროთ შაქარი და სურვილის შემთხვევაში დარიჩინი.
შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 40 წუთი.
გამოდის ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და ფუმფულა.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ