ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგისაკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით

საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით

უძილობა ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას.

როგორც წესი, შფოთვა, გაღიზიანება და ნევროზი მისი გამომწვევი მთავარი მიზეზებია ხოლმე.

გაინტერესებთ თუ რა შუაშია ამ ყველაფერთან ჯანსაღი და ამავდროულად სწორი კვება? მაშინ ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

გაგიკვირდებათ და თქვენი უძილობის მიზეზი, არა მხოლოდ რომელიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა ან გაღიზიანება, არამედ, უბრალოდ არასწორად შერჩეული ვახშამი შეიძლება იყოს და თუ ასე გააგრძელებთ, დაძინებამდე ცხვრების დათვლას ვერც ვერასდროს შეწყვეტთ.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ საჭმელს, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ ძილის წინ არ უნდა ჭამოთ:

 

დიდი და წვნიანი სტეიკი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ ძილის წინ საჭმელად საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის. მეტიც, ისეთი მძიმე საკვები, როგორიც ხორცია, ორგანიზმში აქტიური საკვების გადამუშავების დაწყებას პროვოცირებს, რის ფონზე დაძინებაც საკმაოდ რთული ხდება.

საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით | შენი სუფრა

პომიდორი, კიტრი, კომბოსტო თუ სტაფილო ძალიან სასარგებლო საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. ბოსტნეული ყველაზე დიდი რაოდენობით ბოჭკოებს შეიცავს, რაც მართალია კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს და საკვების მონელებას ამარტივებს, მაგრამ გააქტიურებული კუჭით, მშვიდი ძილის საშუალება არასდროს მოგეცემათ.

საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით | შენი სუფრა

ჩიფსების მირთმევისას დაუოკებელი შიმშილის გრძნობაც უკვალოდ ქრება, მაგრამ ძილი? სამწუხაროდ, კარტოფილის ჩიფსი ან სხვა ნებისმიერი მსგავსი გადამუშავებული პროდუქტი, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ძილის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.

საკვები რომელიც დაძინებაში ხელს შეგიშლით | შენი სუფრა

როდესაც გშია, მიირთვით მაკარონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და რაც მთავარია ნოყიერი საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. გარდა იმისა, რომ დაძინებამდე მაკარონის ჭამა საკმაოდ დაგამძიმებთ, ის წონაში მომატების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „მორიგი კარგი ამბავი მსოფლიოდან – ახალი „კოვიდ” წამლები…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები