პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიქართული სამზარეულოროგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა  დარჩა და თითქმის ყველა ოჯახში საახალწლო მზადება მიმდინარეობს.

საახალწლო სუფრა განსაკუთრებულია, მაგრამ ამაღლებული განწყობის შესაქმნელად მხოლოდ გემრიელი საჭმელი არ კმარა. აუცილებელია მომღიმარი ადამიანებიც, რომლებიც საახალწლო ფუსფუსის შედეგებს დააგემოვნებენ.

გოზინაყი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ბევრმა არ იცის, რომ გოზინაყს მხოლოდ ქართველები კი არა, სომხები, აზერბაიჯანელები და რუსებიც ამზადებენ. წესები მსგავსია, მაგრამ პატარა ცვლილებებიც კი მოქმედებს საბოლოო გემოზე.

საცივი ქართველებისთვის ყველაზე საყვარელი საახალწლო კერძია და გოჭსაც კი უსწრებს პოპულარიბით.

არსებობს საცივის სხვადასხვა სახეობები. ზოგიერთი უფრო მძიმე და პომპეზურია, ზოგიერთი კი – მსუბუქი და სასიამოვნოდ დასაგემოვნებელი.

ხაჭაპური/ლობიანი ახალი წლის სუფრის აუცილებელი კომპონენტი არაა, თუმცა ცომეულის დანახვა მაინც ყველა სტუმარს უხარია. ეს განსაკუთრებით ხაჭაპურს ეხება, რომელიც სუფრიდან თვალის დახამხამებაში ქრება ხოლმე.

ვის წარმოუდგენია ახალი წლის სუფრა გოჭის ხორცის გარეშე? მისი მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, თუმცა შედეგი წვალებად ღირს. იმისათვის, რომ გოჭის ხორცი კიდევ უფრო გემრიელი გამოვიდეს, შეგიძლიათ მას აჯიკა დაუმატოთ.

საახალწლო სუფრაზე ნიგვზიანი საჭმელები მრავლად არის წარმოდგენილი. ბაჟე ერთ-ერთი მათგანია და არაჩვეულებრივ სოუსს წარმოადგენს შემწვარი ქათმისთვის ან თევზისთვის. ნიგოზი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს. დაგჭირდებათ ასევე ნიორი, უცხო სუნელი და ზაფრანა.

ახალი წლის სუფრაზე სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი აუცილებელია. ყველაფერი მისაღებია: ღვინო, კონიაკი, შამპანური, ვისკი. არაალკოჰოლური სასმელებიდან კი სუფრისთვის შეგიძლიათ ლიმონათები, ხილის წვენები და გაზიანი სასმელები მოიმარაგოთ.

ახალი წელი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. გადამალული კანფეტების ძიებით გატაცებული ბავშვები შოკოლადსა და კანფეტებს განსაკუთრებით ელიან. ხილი, ჩურჩხელა და ფელამუში საახალწლო სუფრას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მცენარეები კონდიციონერს ჩაანაცვლებს - სენსაციური წამოწყება საფრანგეთში... დიდი ბიოკლიმატური განაცხადი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები