ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიროგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა

ვინაიდან რადგანაც საახალწლო დღესასწაული ასე მოახლოვდა ჩვენ მოგაწვდით იდეებს თუ როგორ შეიძლება გააფორმოთ საახალწლო სუფრა 

საახალწლო სუფრა ერთერთი მთავარი გმირია ახალ წელს.  გარდა ტრადიციული კერძებისა და ექსპერიმენტებისა მნიშვნელოვანია სუფრის დიზაინი.

დაპატიჟეთ ნათესავები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში ან სოფლებში ცხოვრობენ. დაამზადეთ მათთვის მისალოცი ბარათები და პატარა საჩუქრები – უფრო მეტად რომ გააოცოთ და გაახაროთ თქვენი ახალი წლის სტუმრები.

რაც შეეხება საახალწლო მაგიდის გაფორმებას, რა თქმა უნდა, ზამთრის ულამაზესი სეზონით უნდა იყოს შთაგონებული – ფიფქები, გირჩები, თოვლის კაცები, გუნდები, ფერად-ფერადი კანფეტები და სასმელები, უგემრიელესი საახალწლო კერძები, საოცარ გარემოს შექმნის და შესაბამისად, ყველაზე მეტად იქნება ყურადღების ცენტრში. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ სუფრა გემოვნებით გააფორმოთ ირგვლივმყოფებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

პატარა ზომის ბურთები, მსოფლიო რუკა, საათი დიდებული იდეაა საახალწლო სუფრის გასაფორმებლად – ამით ხაზს გაუსვამთ, რომ ყოველ საათს ახალი წელი ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს.

გააფორმეთ კედლები და ჭერი მსუბუქი ფიფქებით და ფერადი ციფრებით, რითაც სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნით. დიდი ზომის ქაღალდისგან გამოჭრილი ფიფქები და კრეატიული გვირგვინები, რომელიც მარტივად შეგიძლიათ ნაძვის ხის სათამაშოებით დაამზადოთ, არაჩვეულებრივი დეკორაცია იქნება ახალი წლის წვეულებაზე.

მაქსიმალურად ეცადეთ ამ განსაკუთრებულ დღეს იყოთ დამშვიდებული, ლამაზი და ბედნიერი. გახსოვდთ რომ თქვენი პოზიტიური დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. თუ დრო გექნებათ, გათავისუფლდით ზედმეტი ნივთებისგან, რომელსაც არ ხმარობთ – გააჩუქეთ ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციაში მიიტანეთ. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება სჭირდება.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გაგაცნობთ E ვიტამინით მდიდარ საკვებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები