როგორ გამოვაცხოთ საახალწლო ორცხობილები

0
25
#post_seo_title

გამოაცხვეთ საახალწლო ორცხობილები საახალწლო განწყობის შესაქმნელად

საახალწლო ორცხობილების გამოსაცხობათ დაგჭირდებათ: ფქვილი – 6.00 ჭიქა, ვანილი – 1.00 ცალი, სოდა – 1.00 სკ, არაყი – 2.00 კოვზი, ზეთი – 50.00 გრ, კარაქი – 100.00 გრ, ჯანჯაფილი (კოჭა) – 0.50 კოვზი, დაფქული მიხაკი – 0.50 კოვზი. დარიჩინი – 0.50 კოვზი, თაფლი – 1.00 სკ. მწიკვი მარილი, კვერცხი – 1.00 ცალი, შაქარი – 100.00 გრ

ორცხობილების გასაფორმებლად კი საჭიროა: მწიკვი მარილი, ვანილი, ლიმონის წვენი – 1.00 სკ, შაქრის პუდრა – 200.00 გრ, კვერცხის ცილა – 2.00 ცალი

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი კარგად ამოიყვანეთ, დაამატეთ კარაქი, თაფლი, ზეთი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი, არაყი, ვანილი და დადგით ნელ ცეცხლზე. როდესაც კარაქი და თაფლი გადნება, გადმოდგით და დაამატეთ სოდა და ფქვილი, კარგად მოზილეთ, გადაიტანეთ სამზარეულოს ცელოფანში და 3 საათით გააჩერეთ.

გააბრტყელეთ კალკა და ამოჭერითსაახალწლო ფორმები. მოაცალეთ გვერდები, ესეც ხელმეორედ გადაზილეთ და გამოჭერით მეორე პორციისთვის.სანამ პირველი გამოცვება, შედგითმაცივარში, რომ გამოცხობის დროს ფორმა არ დაკარგოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ