ხელების დაბანის როლი სურსათისმიერი დაავადებების თავიდან აცილებაში
ხელების დაბანის როლი საკმაოდ დიდია ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაში.სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) შეფასებით, ყოველწლიურად 6 ამერიკელიდან 1 იტანჯება სურსათით მოწამვლის გამო, რის შედეგადაც 128,000 ადამიანი ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება და 3,000-მდე კი ყოველწლიურად იღუპება.
ხშირია მიკროორგანიზმების გავრცელება მომუშავეთა ხელიდან სურსათზე. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, სასურსათო პროდუქტებთან მომუშავეთა პირადი ჰიგიენა, განსაკუთრებით ხელების არასათანადო დაბანა, ხელს უწყობს სურსათისმიერი დაავადების გავრცელებას. ხელების დაბანა ფუნდამენტური პრაქტიკაა სურსათით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკაში, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვაში. ჰასპის სისტემა ხაზს უსვამს პირადი ჰიგიენის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ხელების დაბანას, როგორც კრიტიკულ საკონტროლო ღონისძიებას. ჰასპის სისტემის პრინციპების დაცვით, სურსათის დამმუშავებლებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაბინძურების რისკი. ხელების სათანადო ჰიგიენა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მიკრობების გავრცელების საფრთხის შესამცირებლად.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები