1.5K
მასალის გამოყენების პირობები
- საჭმელი უნდა იხარშებოდეს წყლით სავსე დახურულ ჭურჭელში.
- საჭმელი ცეცხლზე არ უნდა გავაჩეროთ მეტ ხანს, ვიდრე ეს საჭიროა მის მოსამზადებლად.
- ვერიდოთ საჭმლის ორი-სამი დღისთვის მომზადებას, რადგანაც მისი ხელახლა გათბობა-გაცხელება იწვევს მასში შემავალი ვიტამინების ნაწილობრივ დაშლას.
- სადილის 1-ლი თავი კერძის – ბორშჩის, სუპის და სხვა წვნიანების ხარშვის დროს ბოსტნეული უნდა ჩავყაროთ უკვე ადუღებულ წყალში, რადგანაც დუღილი ათავისუფლებს წყალს ჟანგბადისაგან, ჟანგბადი კი დამშლელად მოქმედებს ვიტამინებზე.ბოსტნეულის ნახარში არ უნდა გადავღვაროთ, არამედ გამოვიყენოთ პირველი თავი კერძის ან სხვადასხვა საწებლების დასამზადებლად, რადგან ნახარშში გადასულია ვიტამინებისა და მარილების ნაწილი.
- ქვაბში არ უნდა ჩაიყაროს საჭმელი სოდა, რადგანაც ტუტე შლის ვიტამინებს.
- სასურველია კერძის დასამზადებლად ვიხმაროთ მომინანქრებული, თიხის ან ალუმინის ქვაბები.
- ბოსტნეული და ხილი ფრთხილად უნდა გასუფთავდეს, რადგანაც ვიტამინები უმთავრესად მათ ზედა ფენაში და კანქვეშ არის მოთავსებული, ისინი ნაფცქვენს არ უნდა გაჰყვეს.
- კარტოფილი უმჯობესია მოიხარშოს კანიანად და კანი მოსცილდეს უკვე მოხარშულს. თუ კარტოფილს ცხიმში ვწვავთ, უმჯობესია შეწვა მაღალ ტემპერატურიდან დავიწყოთ.
- კომბოსტო, კარტოფილი, ჭარხალი და სხვაბოსტნეული არ უნდა დავჭრათ ძალიან წვრილად. წვრილად დაჭრის დროს ისინი კარგავენ 6-დან 10 პროცენტამდე ვიტამინებს.
- ბოსტნეულის მომზადება მოსახარშად უნდა ხდებოდეს მისი ქვაბში ჩადების წინა წუთებში. თუ ადრე მოგვიხდა ბოსტნეულის დარჩევა და მომზადება, ის უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში, კარტოფილი კი -ცივ წყალში, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვიტამინების ნაწილი მაინც განიცდის დაშლას.
- თუ კერძს ვამზადებთ მჟავე კომბოსტოთი, აუცილებლად უნდა გაიწუროს.
- იმისათვის, რომ ბოსტნეული მოვთუშოთ, ასე უნდა მოვიქცეთ: დავაწყოთ ბოსტნეული 140-150 გრადუსამდე გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სწრაფად მოვურიოთ, რათა გავახვიოთ ცხიმის გარსში, რომელიც დაიცავს მას ჟანგბადის შეხებისაგან, ე.ი. მასში შემავალი ვიტამინები შენარჩუნებული იქნება.
- ბორშჩის მომზადებისას კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო ქვაბში უნდა ჩავდოთ ოდნავ მოთუშვის შემდეგ, მაშინვე გავავსოთ ქვაბი წყლით და შევანელოთ მარილით და მწვანილებით.
- ბორშჩის ან ჭარხლის რომელიმე კერძის გაკეთების წინ ჭარხალი უნდა ჩავაწყოთ მდუღარე მარილწყალში და შემდეგ დავასხათ ძმარი ან რომელიმე მწნილის წვენი. ამით ის შეინარჩუნებს ვიტამინებს.
- ბოსტნეულის მოთუშვა უნდა ხდებოდეს თავდახურულ ჭურჭელში, ხუფი იშვიათად უნდა მოვხადოთ, უმჯობესია ქვაბი ერთიანად შევანჯღრიოთ. ეს პროცედურა დიდხანს არ გავაგრძელოთ და მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული სწრაფად ჩავუშვათ წვნიან კერძში.
- ვინაიდან ადრე გაზაფხულზე ახალი კომბოსტო არ არის, ძველს კი ვიტამინური ღირებულება დაბალი აქვს, ამიტომ ბორშჩში უნდა ჩავუმატოთ ახალი ბოსტნეული-ისპანახი, მჟაუნა, ოხრახუში, ქინძი და სხვა.
- წვნიან კერძებს არ უნდა მოვხადოთ ცხიმი, რადგან ის იცავს სითხეს ჟანგბადის შეხებისაგან.