არსებობს უფრო მარტივი კერძი, ვიდრე მოხარშული კვერცხი? ჩააგდებ მდუღარე წყალში და 7 -10წთ მოხარშავ. მსუყეა და მისი გაკეთება ბავშვსაც შეუძლია. იცოდით, რომ მრავალფეროვანი რეცეპტების წყალობით მოხარშულ კვერცხს სადღესასწაულო სუფრის მოსართავადაც გამოიყენებთ?
ფარშირებული კვერცხის რეცეპტები
კევრცხი — სასარგებლო და გემრიელი პროდუქტია. წარმოგიდგენთ ორიგინალურ რეცეპტებს, რომლებსაც დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ.
1.
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 1–2 კბილი ნიორი
- 1 შეკვრა პრასი
- კამა მოსართავად
მომზადება
მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით ნახევრებად. გულები ამოაცალეთ და ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
წვრილად დაჭერით მწვანილი, დაამატეთ გულებს. აქვე დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი.
შიგთავსს დაუმატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ. შეავსეთ მისით კვერცხის ნახევრები და მორთეთ მწვანილით.
2.
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 60 გ ვირთევზას ღვიძლი
- 2 ჩ.კ. მაიონეზი
- 1 პომიდორი
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ, დაჭერით ნახევრებად და გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
გულებს დაუმატეთ ღვიძლი და მაიონეზი. საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვან მასამდე.
შიგთავსით კვერცხის ნახევრები გაავსეთ.
ზევიდან პომიდვრის ნაჭრები დააწყვეთ და დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.
3.
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 30 გ ნაღების კარაქი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- 100 გ მაგარი ყველი
მომზადება
მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევრებად. გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
გულებს დაამატეთ ყველი, ნაღების კარაქი, არაჟანი და მდოგვი. აურიეთ.
შიგთავსით გაავსეთ კვერცხის ნახევრები. ზევიდან სასურველი მწვანილით მორთეთ.
4.
ინგრედიენტები
- 5 კვერცხი
- 150 გ მოხარშული კრევეტები
- 1 პატარა კიტრი
- 1 კონა კამა
- 1/3 ჩ.კ. მდოგვი
- 50 მლ ნაღები
მომზადება
მოხარშეთ და გაასუფთავეთ კვერცხი, დაჭერით ნახევრებად. გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ. აურიეთ.
დაჭერით წვრილად კრევეტები და კიტრი. დაუმატეთ გულებს.
შიგთავსი გაავსეთ წვრილად დაჭრილი კამით, დაამატეთ ნაღები და საგულდაგულოდ აურიეთ.
კვერცხის ნახევრები შიგთავსით გაავსეთ. ზევიდან მორჩენილი კიტრით მორთეთ.
5.
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 80 გ დაკონსერვებული თინუსი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- კამა მოსართავად
მომზადება
დაჭერით კვერცხი, ოდნავ თავები მოაჭერით.
გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ. დაამატეთ თინუსის ხორცი და მაიონეზი. აურიეთ ერთგვაროვან მასამდე.
კვერცხის ნახევრები შიგთავსით აავსეთ და კამით მორთეთ.
6.
ინგრედიენტები
- 3 მოხარშული კვერცხი
- 100 გ სარდინი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- პრასი
მომზადება
გაჭერით კვერცხები შუებზე. გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ და დაჭყლიტეთ.
დაამატეთ გულებს სარდინი და მაიონეზი. აურიეთ.
დაამატეთ დაჭყლეტილი მწვანილი.
შიგთავსით გაავსეთ კვერცხის ნახევრები.
7.
ინგრედიენტები
- 3 მოხარშული კვერცხი
- 100 გ მაგარი ყველი
- 50 გ დამარილებული სოკო ან კიტრი
- 50 გ ძეხვი
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 1 კონა კამა
მომზადება
კვერცხები დაჭერით შუებზე. გულები ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
წვრილ კუბიკებად დაჭერით ყველი, სოკო და ხორცი. წვრილად დაჭერით კამა.
შეაერთეთ ინგრედიენტები შიგთავსისთვის, დაამატეთ მაიონეზი და აურიეთ.
შეავსეთ შიგთავსით კვერცხები.