სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამზარეულოს აქსესუარებიროგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულო

როგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულო

საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულო მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.

სამზარეულო თქვენზე მორგებული და სრულად აღჭურვილი,  არა მხოლოდ აადვილებს საჭმლის მომზადების პროცესს, არამედ ხდება სახლის კომფორტისა და სიმყუდროვის ცენტრი. ამიტომ, იმისათვის, რომ ისიამოვნოთ კერძებით, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ ბინა სწორი სამზარეულო ზონით.

პირველ რიგში, სამზარეულო უნდა იყოს ფუნქციონალური და კომფორტული. ეს ის ადგილია, სადაც დიდ დროს უთმობთ სხვადასხვა კერძების მომზადებას თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. სამზარეულოს ფუნქციურობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ტექნიკის განლაგებაზე, ზომაზე და აღჭურვილობაზე. სივრცე ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თქვენთვის მოსახერხებელი იყოს გადაადგილება და მუშაობა.

გარდა ამისა, სამზარეულო ბინის საერთო ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის სტილსა და დიზაინს შეუძლია განასახიეროს თქვენი გემოვნება და ინდივიდულობა. ამიტომ ბინის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სამზარეულოს დიზაინს, რათა ის ჰარმონიულად მოერგოს თქვენს ცხოვრების წესს და შეესაბამებოდეს თქვენს ესთეტიკურ პრეფერენციებს.

იმისათვის, რომ თქვენი სამზარეულო პასუხობდეს ყველა მოლოდინს:

ბინის რემონტისა და ინტერიერის დიზაინის დროს მთავარი ამოცანაა სამზარეულოსა და მისაღები ოთახის სივრცის სწორუ მოწყობა. რატომ სწორედ აქ?

იმის გამო, რომ დიდ დროს ვატარებთ სამზარეულოში და მისაღებში, როცა საჭმელს ვამზადებთ, ოჯახთან ერთად ვიკრიბებით მაგიდასთან ან უბრალოდ განვიხილავთ განვლილ დღეს. სტუმრების მიღება შეგიძლიათ ფართო სამზარეულო-მისაღებში.

შეეცადეთ გააკეთოთ რაც შეიძლება ფართო მოდულები ფართო უჯრებით. რომელი მოდული ითვლება ფართოდ? რაც მეტი, მით უკეთესი! ოპტიმალური ვარიანტია მოდული 120 სმ სიგანით.

ქვედა უჯრა არის ის, რაც დაგეხმარებათ სამზარეულოში კომფორტულად იგრძნოთ თავი საჭმლის მომზადებისას. მაგალითად, ასეთი უჯრიდან რაღაცის ამოსაღებად, არ დაგჭირდებათ ზედმეტად ჩაჯდომა, რომ ნახოთ რა არის მოდულის ბოლოს.

მოათავსეთ ღუმელები თვალის ან ხელის დონეზე. მაშინ ისინი ნამდვილად მოსახერხებელი გახდება გამოსაყენებლად.

ფასადის კიდეების დასაფარად აუცილებელია დეკორატიული გვერდები. ეს საშუალებას გაძლევთ დაფაროთ ფასადისა და კორპუსის კიდეები და გადაბმის ადგილები. დეკორატიული გვერდითი კედლის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაფაროთ მცირე დაშორება ავეჯის კორპუსსა და ფასადს შორის. ასევე, დეკორატიული გვერდითი კედელი ფარავს დაშორებებს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და კომპლექტის ელემენტებს შორის.

ძალიან მოსახერხებელი და ესთეტიურად ლამაზია როდესაც ჩაშენებული ტექნიკა და სამზარეულოს ავეჯის ფასადი პირდაპირ იატაკამდე არის დაშვებული, მაგრამ გაითვალისწინეთ ამ შემთხვევაში, ჩასაშენებელი ტექნიკის ზონებში აუცილებლად უნდა დატოვოთ პატარა ადგილი ვენტილაციისთვის.

თუ კარგი მზარეული ხართ და გიყვართ კერძების მომზადება, მაშინ ყურადღება უნდა მიაქციოთ წინსაფრის მასალებს, რომლებიც ადვილად ირეცხება. აგრეთვე გაითვალისწინეთ რომ ნებისმიერი რელიეფური ზედაპირი ამ შემთხვევაში რთული მოსავლელი იქნება.

ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გირჩიოთ, აირჩიოთ კერამიკა ან ფაიფურის ქვა. იდეალურია კვარციტები და კვარცის აგლომერატები, აგრეთვე აკრილი.

ესთეტიკური თვალსაზრისით, ჩაშენებული ნიჟარები მშვენივრად გამოიყურება. ისინი შეიძლება დამაგრდეს კვარციტის, გრანიტის, კვარცის აგლომერატის ან სხვა მასალისგან დამზადებულ ზედაპირზე.

სტატიაში ყველა ასპექტის განხილვის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულო.

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

მარტი 24, 2025
VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი ყოველდღიურად

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

მარტი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტი 24, 2025
„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

მარტი 24, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები