რეცეპტი რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება

0
108
#post_seo_title

მოხარშული შედედებული რძე ნებისმიერ ნამცხვარს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს სძენს. ის ძალიან მოსწონთ ბავშვებსაც. თუ დიდხანს სამზარეულოში ფუსფუსი არ გსურთ, რაცეპტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, სწორედ რომ სათქვენოა.

რეცეპტი მარტივი და ძალიან გემრიელია

ინგრედიენტები

  • 450 გ ფქვილი
  • ასი გ შაქარი
  • ასი გ არაჟანი
  • 6 გ საფუარი
  • 200 მლ რძე
  • 370 გ მოხარშული შედედებული რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ს. კ. ვანილის შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხის გული
  • ერთი მწიკვი მარილი

მომზადება

  1. შეურიე ერთმანეთს ფქვილი, რძე, შაქარი, არაჟანი, კვერცხი, საფუარი და ერთი მწიკვი მარილი და კარგად მოურიე კოვზით ფაფისებური კონსისტენციის მიღებამდე. დადგი ასაფუებლად 40 წუთით.

რეცეპტი რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება | შენი სუფრა

  1. 25 სმ დიამეტრის მქონე ფორმას წაუსვი კარაქი.
  2. ცომი გაყავი ორ ნაწილად. ერთი მათგანი გადაიტანე საცხობ ფორმაში და კარგად დატკეპნე. ზემოდან წაუსვი მოხარშული შედედებული რძის მასა. მასზე მოათავსე ცომის მეორე ნახევარი. დააფარე სამზარეულოს პარკი და დატოვე ასე 15 წუთი.

რეცეპტი რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება | შენი სუფრა

  1. ცომს ზემოდან წაუსვი ათქვეფილი კვერცხის გული და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

რეცეპტი რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება | შენი სუფრა

როგორც ხედავთ, ღვეზელი ცხვება საკმაოდ სწრაფად. ბავშვები თუ მოზრდილები მას დიდი სიამოვნებით გეახლებიან. უკეთეს დესერტს ვერც ინატრებთ ჩაისთან.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ ეს მარტივი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

#drpkhakadze #pitskhelauri

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ყინვის დროს არაფერი ამაღლებს იმუნიტეტს და ხასიათს ისე, როგორც ეს ციტრუსის ნამცხვარი! “ლიმონის პრინცი” ოქროზე ძვირფასია!