ახალი ტრენდი- კლიმატური დიეტა
კლიმატური დიეტა გახდომის ახალ ტრენდია მსოფლიოში. რა შეიძლება იყოს ჯანსაღ კვებაზე უკეთესი? რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება, რომელიც დაეხმარება სამყაროს, უკეთესი გახდეს.
კლიმატური დიეტა არის კვების გზა, რომელიც ფოკუსირებულია მცენარეულ საკვებზე და ხორცის შემცირებულ მიღებაზე. ასეთი პრინციპის დაცვა აუცილებელია, ნახშირბადის კვალის შესამცირებლად ატმოსფეროსთვის (და კლიმატისთვის), სათბურების საზიანო გაზების გამონაბოლქვი, რომელიც ყოველი ცოცხალი არსების საქმიანობის შედეგად ხდება პლანეტაზე.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხორცის და რძის პროდუქტების მოყვარულებს მთლიანად მოუწევთ ამ პროდუქტების რაციონიდან ამოღება, უბრალოდ უნდა ფოკუსირდეთ ადგილობრივ პროდუქტზე და არა უცხოური წარმოებისაზე. სხვათა შორის, კლიმატური დიეტა დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ მსოფლიოში გარემოსდაცვით პროცესებზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზეც.
კლიმატური დიეტა ხელს უწყობს:
დიაბეტის რისკის შემცირებას და არტერიული წნევის ნორმალიზებას
ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ქოლესტერინის დაქვეითებას
სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას
ზედმეტი კილოგრამების მოცილებას და კომფორტული წონის შენარჩუნებას.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები