ფხვიერი ორცხობილა ისეთი ნაზი უნდა იყოს, რომ თოვლივით დნებოდეს. გთავაზობთ ტკბილ, მტვრევად ორცხობილას, რომელზეც ყველა დესერტის მოყვარული ოცნებობს. ის მომზადებისთანავე დაიპყრობს თქვენს გულს.
ფხვიერი ორცხობილა ნაღების კარაქზე
ინგრედიენტები
- 100 გ ნაღების კარაქი
- 120 გ ფქვილი
- 50 გ შაქრის პუდრა
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 5 ს.კ. შაქარი
- 1 კვერცხი
- 1 ვანილინი
- მარილი
მომზადება
- რბილი კარაქი აურიეთ შაქრის პუდრაში.

- ცალკე ჭურჭელში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილინი.

- ეს ნარევი დაამატეთ კარაქს და მოზილეთ ცომი. მიეცით პატარა ბურთის ზომა და 1 საათით მაცივარში მოათავსეთ.

- ახლა გაყავით ორ სხვადასხვა ნაწილად, დაჭერით და პატარა ნაჭრების ფორმა მიეცით.

- ცალკე გატეხეთ კვერცხი და სხვა ჭურჭელში ჩაყარეთ შაქარი. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ შაქარში და მოათავსეთ კარაქწასმულ ღუმელში. გამოაცხვეთ 15-20 წთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
ორცხობილა მზადაა! მოადუღეთ ჩაი და მიაყოლეთ გემრიელი დესერტი.
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSupra.ge. როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილა ნაღების კარაქით [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 9]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90/
shenisupra.ge


