ზღვის პროდუქტების სარგებლიანობაზე ეჭვი არავის ეპარება. ერთ-ერთი გამორჩეული ამ მხრივ ორაგულია. იგი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებითა და იოდით, ამასთან ძალიან გემრიელი და ნოყიერია. ტრადიციული კერძების გარდა, ორაგულისგან შეგიძლიათ მოამადოთ შესანიშნავი ორაგულის სუპი
ორაგულის სუპი სცადეთ ჩვენი რეცეპტით მოამზადოთ და დატკბით შედეგით.
უმჯობესია სუპისთვის შეარჩიოთ ორაგულის ან სიომგის ფილე. ასევე გამოიყენოთ ყველი, რომელიც კერძს რესტორნულ იერს ანიჭებს.
ინგრედიენტები
- 1 ლ წყალი
- 300 გ თევზის ფილე
- 4 ცალი კარტოფილი
- 1 ცალი ხახვი
- 1 ცალი სტაფილო
- 300 გ მდნარი ყველი
- 10 მლ ზეითუნის ზეთი
- ერთი კონა კამა
- 350 მლ ქათმის ბულიონი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
- თევზს მოაჭერი თავი, კუდი და გაათავისუფლე ხერხემლისგან. ფილე დაჭერი კუბებად.
2. კარტოფილი გაფცქვენი და დაჭერი იმავე ზომის კუბებად.
3. სტაფილოც გაფცქვენი და გახეხე მსხვილ სახეხზე. ხახვი წვრილად დაჭერი. ტაფა გააცხელე და ზეითუნის ზეთში შეწვი სტაფილო და ხახვი.
4. ქვაბი წყლით დადგი ცეცხლზე და ჩაყარე მასში თევზის თავი, კუდი და ხერხემლის ნაწილები. მოხარშვის შემდეგ ბულიონი გადაწურე და მას ქათმის ბულიონი შეურიე. ნარევს წამოდუღების შემდეგ ჩააყარე კარტოფილი და მოშუშული ბოსტნეული.
5. ადუღებიდან სამი წუთის შემდეგ ჩაყარე ორაგულის ნაჭრები, შეაზავე მარილით და პილპილით. ბოლოსკენ კი დაამატე მდნარი ყველი და დაჭრილი კამა. მიიტანე სუფრასთან ცხელი.
თევზისა და ქათმის ბულიონის ერთობლიობა კერძს განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს ანიჭებს. მდნარი ყველი კი ამ გემოებს საოცრად ამდიდრებს.
გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi