ომლეტის მომზადება ყველას შეუძლია. ეს ხომ უმარტივესი კერძია: კვერცხი, რძე და რაიმე ბოსტნეული – და კერძი მზად არის. ყველა კულინარმა ომლეტის კეთებით დაიწყო თავისი საქმიანობა. შემდეგ მათ დახვეწეს ომლეტის მომზადების დეტალებიც და ახლა შესაძლებელია მისი გამოცხობა კექსის ფორმებში.
ინგრედიენტები
- 120 მლ რძე
- 70 გ ხახვი
- 4 ცალი კვერცხი
- 200 გ ლორი
- 150 გ მაგარი ყველი
- ერთი ცალი ბულგარული წიწაკა
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ლორი და ხახვი დაჭერი წვრილად და შეწვი ზეთში. ცოტა შეაგრილე.
- კექსის ფორმებს წაუსვი ცხიმი და მათში მოათავსე ხახვისა და ლორის მასა. ზემოდან დააყარე დაჭრილი ბულგარული წიწაკა და გახეხილი ყველი.
- ათქვიფე კვერცხი და რძე, დაამატე მარილი და დაფქული შავი პილპილი. ეს ნარევი დაასხი კექსის ფორმებში მოთავსებულ ინგრედიენტებს.
- ფორმები შედგი 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ვიდეოს:
მოამზადე ამ წესით ომლეტი ერთხელ მაინც და მისი გაკეთება სულ მოგინდება. ასეთი მარტივი მეთოდით ხომ მთელ ოჯახს ასაუზმებ.
გემრიელად მიირთვი და გაუზიარე ეს სახალისო რეცეპტი შენს მეგობრებსაც!