7.5K
ცილის კრემი „სველი ბეზე“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს საოცარი გემობრივი თვისებების წყალობით. მომზადება კი ძალიან ადვილია.
ინგრედიენტები:
4 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
¼ ჩ.კ. ლიმონის მჟავა
მომზადება:
გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან.
მოამზადეთ ორთქლის აბაზანა: დადგით ქვაბით წყალი. სანამ ადუღდება, ცილაში დაამატეთ შაქარი, ლიმონის მჟავა და ათქვიფეთ 1-2 წუთის განმავლობაში.

ადუღების შემდეგ კიდევ 15 წუთის განმავლობაში ათქვიფეთ. მასა ფაფუკი და ქათქათა უნდა გამოვიდეს.

გადმოდგით და 3-4 წუთით თქვიფეთ კიდევ.

კრემი მზადაა. შეგიძლიათ მორთოთ ნებისმიერი ნამცხვარი. თუ მოგეწონათ რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებსაც!
📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSupra.ge. მისი რეცეპტი ჩემმა ახლობელმა მომაწოდა, რომელიც კარგ რესტორანში უკვე 15 წელია კონდიტერად მუშაობს. [Internet]. თბილისი: Shenisupra.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenisupra.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91/
shenisupra.ge


