ლიმონი -იმპორტი და ფასები ადგილობრივ ბაზარზე
ლიმონი 2024 წლის აგვისტოში წლიურად, ყველაზე გაძვირებულ 10 საკვებ პროდუქტს შორის მოხვდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პროდუქტის ფასი 18.4%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს, იანვარ-ივლისში საქართველომ 1.446 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 2 063 ტონა ლიმონი შეიძინა, რაც მცირედით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, თანხობრივად აღემატება. კერძოდ, შარშან 7 თვეში საქართველომ 2 206 ტონა პროდუქტში 994.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, გამოდის, შარშან 1 კგ იმპორტირებული ლიმონის ფასი 45 ცენტი იყო, წელს 70 ცენტია.
რაც შეეხება ქვეყნებს, წელს იმპორტირებული პროდუქტის 65% თურქეთზე მოდის, რომელსაც სამხრეთ აფრიკა მოჰყვება 22%-ით.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები