
ერთი ნაჭერი ნამცხვრის მისართმევად ჩაისთან ან ყავასთან ერთად მიზეზი ყოველთვის მოიძებნება. ამიტომ ყოველთვის იოლად მოსამზადებელ და ამავდროულად გემრიელ ვარიანტებს ვარჩევთ. ამჯერად გთავაზობთ მოამზადოთ ლიმონის ნამცხვარი შედედებილი რძით
ლიმონის ნამცხვარი ფხვიერი ცომისა და ნაზი ხაჭოს სუფლეს წარმატებული კომბინაცია. ნამცხვარი, რომლის კრემი შედედებული რძით მზადდება, განსაკუთრებით ხელსაყრელია დიასახლისებისთვის, რომელთაც ისედაც ბევრი საქმე აქვთ.
ინგრედიენტები
- 70 გ კარაქი
- 100 გ ფქვილი
- 50 გ შაქარი
- ერთი ცალი კვერცხი
- 200 გ შედედებული რძე
- 60 მლ ლიმონის წვენი
- 12 გ ლიმონის ცედრა
- ორი ცალი კვერცხის გული
- ორი ცალი კვერცხის ცილა
- 200 გ ხაჭო
- 2 ს. კ. სახამებელი
- ვანილი გემოვნებით
- შაქრის პუდრა გემოვნებით
- მწიკვი მარილი
მომზადება
1. ფხვიერი ცომის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და გამდნარი კარაქი. ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, აუმაღლეთ კიდეები, დაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.
2. ახლა მოამზადეთ სუფლე. ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, ვანილი, სახამებელი, ხაჭო, ლიმონის წვენი და ცედრა. ასევე შედედებული რძე. დაასხით სუფლე ცომს და გამოაცხეთ კვლავ 20 წუთით.
3. დაბოლოს მზადდება მერენგა. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად, თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრა. მზა ფაფუკი მასა გადაიტანეთ ნამცხვარზე და გამოაცხეთ კვლავ 10 წუთით – ღუმელის ყველაზე ქვედა თაროზე.
4. სუფლე საკმაოდ ტკბილია, ამიტომ მერენგას მომზადების დროს შაქრის პუდრა ბევრი არ მოგივიდეთ. გააციეთ ნამცხვარი და მიირთვით თბილ ჩაისთან ერთად.
გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi