ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიკერძებიმოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი

მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი

კერძი რომლის რეცეპტსაც ქვემოთ იხილავთ არის მარტივი და ყოველდღიური მომზადებისათვის. როცა მაცივარს აღებთ და გუშინდელ პიურეს, ყველის ნაჭერს და ცოტაოდენ სალიამის ხედავთ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით, შეგიძლიათ ეს ტრიო პიკანტურ კერძად აქციოთ.

ინგრედიენტები: 1,5 კგ კარტოფილი, 0,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი, 2 კვერცხი, 150–200 გ სალიამი, 150 გ ყველი, 1,5 ჩ.კ. ორეგანო, 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი, 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

მომზადების წესი

მოხარშეთ გასუფთავებული კარტოფილი, გააკეთეთ პიურე და გამოიყენეთ უკვე გასუფთავებული პიურე.

 

მოაყარეთ პიურეს მარილი, პილპილი, ორეგანო, რეჰანი, ნივრის ფხვნილი, კვერცხი და ფქვილი. საგულდაგულოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

წვრილ ნაჭრებად დაჭერით სალიამი, დააწყვეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზევიდან კარტოფილის პიურეთი დაფარეთ.

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

წვრილად დაჭერით ყველი და დააწყვეთ პიურეზე, ისე რომ მთლიანად დაფაროთ.

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

შემდეგ მთლიანად როლის მსგავსად გადაატრიალეთ, დატოვეთ პერგამენტის ქაღალდში გამოცხობისას. მიკროტალღური ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ და კერძი 20 წუთით მოათავსეთ.

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

ეს ორიგინალური მზა კერძი  შეგიძლიათ მწვანილით, პომიდვრით ან საყვარელი სოუსით მორთოთ.

მოამზადეთ მარტივი და გემრიელი კარტოფილის კერძი | შენი სუფრა

იმისთვის, რომ მისი მომზადება უფრო გაგიმარტივდეთ, უყურეთ ვიდეოს:

კარტოფილის და ძეხვის რულეტი მოუხდება როგორც რიგით ვახშამს, ისე სადღესასწაულო სუფრას. ის ყოველთვის დიდი პოპულარობით ისარგებლებს სტუმრებში.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ერბო როგორც თხევადი ოქრო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები