გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

0
57
#post_seo_title

დღეს შემოგთავაზებთ ისეთი კერძის რეცეპტს, რომლის ინგრედიენტები ყველა მაცივარში მოიპოვება, მისი მთავარი ინგრედიენტია კარტოფილი. (გარდა სოკოსი). მიუხედავად ამ სიმარტივისა, კერძი გამოდის საკმაოდ გემრიელი და ამავე დროს სადღესასწაულო იერის.

კარტოფილი ყველითა და სოკოთი ძალიან არომატული კერძოა, მისით აღფრთოვანდებიან თქვენი ოჯახის წევრებიცა და სტუმრებიც.

 კარტოფილის გამომცხვარი სოკოთი და ყველით

ინგრედიენტები

  • ხუთი ცალი კარტოფილი
  • 300 გ სოკო
  • სამი ცალი კვერცხი
  • 4 კბილი ნიორი
  • 160 გ მაგარი ყველი
  • ცოტა ზეთი
  • საკმაზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. სოკო და კარტოფილი გაასუფთავე და გარეცხე. სოკო დაჭერი.

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

2. შეწვი სოკო ზეთში სითხის სრულ აორთქლებამდე. მოაყარე სასურველი საკმაზი.

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

3. კარტოფილი გახეხე მსხვილ სახეხზე, დაამატე პრესში გატარებული ნიორი და გახეხილი ყველი. რა თქმა უნდა, საჭიროა მაგარი ყველის გამოყენება. ჩაახალე კვერცხი და მოაფრქვიე მარილი. კარგად აურიე.

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

4. კარტოფილის მასის ნაწილი მოათავსე საცხობ ფორმაზე (სასურველია მრგვალი ფორმა). დააწექი ხელით და გაუკეთე ნაპირები. კარტოფილს ზემოდან დააყარე სოკო. მოასწორე და დაამატე დარჩენილი კარტოფილის მასა. კვლავ გაუსწორე ზედაპირი და შედგი 180 გრადუსზე გაცხელელბულ ღუმელში 40 წუთით.

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

5. გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი უკვე მზადაა! ის შეგიძლია სუფრასთან მიიტანო სხვადასხვა ბოსტნეულთან ან ხორცთან ერთად. ძალიან მოუხდება მწვანილი და არაჟანი.

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და სოკოთი

გემრიელად მიირთვით! ასეთი კერძი მოსწონთ არა მხოლოდ უფროსებს, არამედ ბავშვებსაც. გამომცხვარი კარტოფილი უფრო ლამაზი გამოვა, თუ ქურიდან გამოღებამდე ხუთი წუთით ადრე მას ათქვეფილი კვერცხის გულს წაუსვამთ. ამ შემთხვევაში კარტოფილი უფრო დაბრაწული გამოჩნდება.

ეს მარტივი და უგემრიელესი რეცეპტი გაუზიარეთ მეგობრებსაც!

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები