კარგი სადილის მომზადებას კარგი რეცეპტი უნდა. მოიმარაგეთ ხორცი კარტოფილი და დაიწყეთ მზადება. აი რეცეპტი

0
61
#post_seo_title

ყველა თანხმდება იმაში, რომ კარტოფილი და ხორცი ძალიან უხდება ერთმანეთს. საუბარია ნებისმიერი სახის ხორცეულზე – ეს იქნება საქონლის, ღორის თუ ქათმის. ასეთი კერძები სრულყოფილია და აღარ საჭიროებს სხვადასხვა გარნირს.

დღეს შემოგთავაზებთ მოშუშული ხორცისა და კარტოფილის ტანდემს. მის მოსამზადებლად მხოლოდ ერთი ქვაბი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 800 გ ღორის ხორცი
  • 300 გ ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 50 გ კარაქი
  • ერთი ჩ. კ. ხორცის საკმაზი
  • ნახევარი ჩ. კ. შავი პილპილი
  • ორი ჩ. კ. მარილი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • 1,5 კგ კარტოფილი
  • 200 გ სტაფილო
  • 300 მლ წყალი
  • 3 ს. კ. ზეთი
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. ხორცი დაჭერი კუბებად. გააცხელე ზეთი სქელძირიან ქვაბში და ხორცი მოხრაკე 5 წუთი, თან ურიე.

  1. სტაფილო გახეხე, ხახვი კი დაჭერი წვრილად. ჩაამატე ხორცს და შუშე კვლავ 5 წუთი.

  1. გაფცქვნილი და კუბებად დაჭრილი კარტოფილი დაამატე ხორცის მასას კარაქთან ერთად. დაასხი წყალიც და ხარშე დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი.

  1. ჩაამატე ყველანაირი საკმაზი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, მარილი, აურიე და თუშე კვლავ 5 წუთი.

  1. ბოლოსკენ დაამატე დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა.

კერძი ცხელივე მიიტანე სუფრასთან. ამ კულინარიულ ნამუშევარს ძალიან უხდება ნებისმიერი საზაფხულო სალათა – მაგალითად, კიტრისა და პომიდვრის. ზამთარში კი საუკეთესოა დამჟავებულ ბოსტნეულთან ერთად.

გემრიელად მიირთვი და გაუზიარე  რეცეპტი შენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები