სამშაბათი, მარტი 25, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიექსკლუზიური ინტერვიუ cookeasyandtasty-ის შემქმნელთან ირინა მიროშნიჩენკოსთან

ექსკლუზიური ინტერვიუ cookeasyandtasty-ის შემქმნელთან ირინა მიროშნიჩენკოსთან

მედიაჰოლდინგი “შენი” განსხვავებული მარტივი და გემრიელი კერძების სამყაროში გეპატიჟებათ.

cookeasyandtasty-ის შემქმნელი ფუდბლოგერი ირინა მიროშნიჩენკო დაგეხმარებათ ხელმისაწვდომი მარტივი და ჯანსაღი რეცეპტების მოძიებაში, ვრცლად იხილეთ ინტერვიუში:

-გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ დგას cookeasyandtasty-ის უკან?

-მე ვარ ირინა მიროშნიჩენკო, ფუდბლოგერი, რომელსაც უყვარს მარტივი, გემრიელი და ხელმისაწვდომი კერძების შექმნა. ჩემი ბლოგი – cookeasyandtasty – არის სივრცე, სადაც ვუზიარებ ადამიანებს რეცეპტებს, რომლებიც არ საჭიროებს ბევრ ინგრედიენტს და დროს, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია.

-რატომ აირჩიეთ კულინარია და საიდან იწყება თქვენი და სამზარეულოს ურთიერთობა?

– მრავალფეროვან აქტივობებს, ექსპერიმენტებს და კრეატიულობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. სამზარეულო ის ადგილია, სადაც ეს ყველაფერი ერთიანდება. ბავშვობიდან მიყვარდა კულინარიული ექსპერიმენტები, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად სამზარეულოსთან ურთიერთობა დავიწყე, როცა საკუთარი ოჯახის კვებაზე ზრუნვა მომიწია. ვნახე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი კერძების მომზადება და ეს გამოცდილება სხვებსაც გავუზიარე.

-როგორც აღნიშნეთ, თქვენი ძირითადი აქცენტი არის მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ კერძებზე. თქვენი სეგმენტი დამწყები კულინარები არიან?

– ჩემი ბლოგის ძირითადი სეგმენტი ადამიანები არიან, ვინც დროის დეფიციტის მიუხედავად, მაინც ცდილობს გემრიელად და ჯანსაღად იკვებოს. ეს შეიძლება იყოს დამწყები კულინარები, ვინც მარტივ რეცეპტებს ეძებს, ასევე ისინი, ვინც ყოველდღიურად ამზადებს და ახალი იდეების აღმოჩენა სურს.

-გაგვიზიარეთ რაიმე საინტერესო და მარტივი რეცეპტი…

-გთავაზობთ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ რეცეპტს – ავოკადოს და კვერცხის წასახემსებელს ტოსტზე:

• 1 მწიფე ავოკადო

• 1 მოხარშული ან შემწვარი კვერცხი

• 1 ნაჭერი შავი პური

• მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი გემოვნებით

ავოკადო ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. გადაუსვით პურს, ზემოდან მოათავსეთ კვერცხი და სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ბოსტნეული. მარტივი, ჯანსაღი და ძალიან გემრიელი!

-თქვენი ფავორიტი კერძი?

-მიყვარს ყველი, ამიტომ ყველის სხვადასხვა კომბინაციებით მომზადებული კერძები ჩემი ფავორიტია. განსაკუთრებით მიყვარს ფეტა ყველით და პომიდვრით გამომცხვარი კერძი.

-ამოჩემებული კერძი?

-ამ ეტაპზე, შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით ჩემი ამოჩემებული კერძია – სწრაფი, გემრიელი და სასარგებლო.

-პროდუქტი, რომელსაც არასოდეს მოიხმართ სამზარეულოში?

-არასოდეს ვიყენებ ერბოს, რადგან მისი გემო და არომატი არ მომწონს. კერძებს ვამზადებ ზეითუნის ზეთით, კარაქით ან სხვა მცენარეული ცხიმებით, რომლებიც უფრო მსუბუქია და ჯანსაღი.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

-მინდა გავზარდო ჩემი ბლოგი, შევქმნა მეტი სასარგებლო კონტენტი, გავაუმჯობესო ფოტოგრაფია და ვიდეო გადაღება. ასევე მომავალში მაქვს სურვილი მქონდეს ვებგვერდი, სადაც უფრო დეტალურად შევთავაზებ რეცეპტებსა და სასარგებლო რჩევებს.

-წარმარებებს გისურვებთ! 

ავტორი თაკო ფიცხელაური 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

იერუსალიმის ღირსშესანიშნაობები

24 March, 2025
„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

„საქართველო ამ მიმართულებით სამაგალითო ქვეყანაა და მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს – ქვეყანაში შენარჩუნებულია ტუბერკულოზის შემთხვევების ყოველწლიური კლების ტენდენცია“

მარტი 24, 2025
VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

VIDEO: Messenger-ს ახალი ფუნქციები დაემატა

24 მარტი 2025
მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მსოფლიოში ცნობილი დიზაინის გურუს რამდენიმე პრინციპი კარგი ინტერიერის შესახებ

მარტი 24, 2025
ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი  ყოველდღიურად

ბუნებაში უნდა გაატაროთ მინიმუმ 20 წუთი ყოველდღიურად

მარტი 24, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

თბილისის მერია დიდი დიღმიდან მეტრო “დიდუბემდე” ტრამვაის ხაზის მშენებლობის ფასების გამოკვლევას ატარებს

მარტი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

ქალ მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი 2025 – მედიაჰოლდინგი “შენი” დგას ქართული წარმოების გვერდით

მარტი 24, 2025
ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

ბუდაპეშტის ღირშესანიშნაობები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ

24 მარტი 2025
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარე ეზოს მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მარტი 24, 2025
„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

მარტი 24, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები