ივნისში ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ჩამონათვალში, მწვანილი ლიდერობს.
საქსტატის მონაცემებით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, პროდუქტის ფასი 58%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, წელს აღნიშნული პროდუქტის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა გაძვირებულია.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის თანახმად, წელს იანვარ-მაისში 695.1 ტონა (483.7 ათასი აშშ დოლარი) მწვანილი (მწვანილის სახეობების 80%) შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 152 ტონა (311.9 ათასი აშშ დოლარი). შარშან 1 კგ იმპორტირებული პროდუქტი, საშუალოდ 27 ცენტი ღირდა, წელს კი 70 ცენტი.
მასალის გამოყენების პირობები