ორშაბათი, დეკემბერი 2, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სასიამოვნო სიახლეები, თავგადასავლები, ზღვა, დასვენება აქტუალური ხდება, თუმცა, ამ სეზონზე გახშირებულად გვხვდება კვებითი ინტოქსიკაციები და კუჭ-ნაწლავის ინფექციები.

რა შეიძლება იყოს ინფიცირების მიზეზები? როგორ ვლინდება და როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ინფიცირების მიზეზები
ინფიცირების მიზეზი ხშირად მალფუჭებადი საკვებია, რომლის შენახვის პირობები ზაფხულში უფრო რთულდება, ინტოქსიკაცია შესაძლებელია მოხდეს დაუმწიფებელი ნაყოფისგანაც, პესტიციდებისგან (ქიმიური ნივთიერების საკვებში მოხვედრა) სხვადასხვა ისეთი საკვების ერთდროულად მირთმევის დროს, რომლებიც ვერ „ეწყობიან“ ერთმანეთს, მაგ: ცხიმიანი პროდუქტი და რძის ნაწარმი. არ უნდა დაირღვეს ამა თუ იმ საკვების შენახვის პირობები, განსაკუთრებით, ხორცპროდუქტები უნდა ინახებოდეს შესაბამის, დაბალ ტემპტერატურაზე.

ზაფხული და კვებითი ინტოქსიკაციები

სიმპტომები
სიმპტომები, როგორც წესი, გამოიხატება შემდეგნაირად: გულისრევა, პირღებინება, შემცივნება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ჩვეულებრივ, განსაკუთრებული გართულების გარეშე, სიმპტომები გრძელდება 2-3 დღის განმავლობაში.

ენტეროვირუსი
ენტეროვირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით, აქტიურდებიან მიმდინარე პერიოდში და განსაკუთრებით საყურადღებოა სასმელი წყლით გავრცელება.

ახასიათებს: ღებინება, გამონაყარი, გაციება, კუნთების ტკივილი და ტემპერატურის მატება.

რადგან ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, აუცილებელია პირველ რიგში მისი აღდგენა. პრევენციისთვის კი – პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების გამდინარე წყლით ხშირად დაბანა, ზედაპირების დეზინფექცია, სასმელი წყლის სისუფთავეში დარწმუნება მის დალევამდე.

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

ტრუა – პარიზთან მდებარე პატარა ფრანგული ქალაქი

2 December, 2024
ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება

დეკემბერი 2, 2024
ბედნიერების მოსაზიდად, ეს ნივთები ახალ წლამდე უნდა გადააგდოთ – სია

ბედნიერების მოსაზიდად, ეს ნივთები ახალ წლამდე უნდა გადააგდოთ – სია

2 დეკემბერი 2024
რით ჩავანაცვლოთ ნაძვის ხე საახალწლო ინტერიერში

რით ჩავანაცვლოთ ნაძვის ხე საახალწლო ინტერიერში

დეკემბერი 2, 2024
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს – ამინდის განახლებული პროგნოზი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსამდე მოიმატებს – ამინდის განახლებული პროგნოზი

დეკემბერი 2, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილებთან ანნა და ლილე სულაბერიძეებთან ერთად დუბაიში იმყოფება.

დეკემბერი 2, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი იტალიაში

როგორ აღინიშნება ახალი წელი იტალიაში

2 დეკემბერი 2024
,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

ნოემბერი 30, 2024
უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

უნიკალური შესაძლებლობები ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

დეკემბერი 2, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები