მომაზადეღ ვეგეტარიანული სუფი წითელი კომბოსტოთი
ვეგეტარიანული სუფი შეგიძლიათ სამარხვო დღეებშიც მოამზადოთ. მათ, ვისაც სურს რამდენიმე კილოს დაკლება, ვურჩევ, არ დაამატონ კარტოფილი და შეამცირონ ზეითუნის ზეთის რაოდენობა.
ამ კერძის 3 ბოსტნეული შეიცავს ანტოციანებს – ნივთიერებებს, რომლებიც ფერს აძლევს ბოსტნეულს და ებრძვის ანთებით რეაქციებს ორგანიზმში. წვნიანში შემავალი ინგრედიენტები ხელმისაწვდომი და ძალიან სასარგებლოა.
ინგრედიეტები 4-5 პორციისთვის: ნახევარი თავი წითელი კომბოსტო, 2 წითელი ხახვი, 4 ღერო ნიახური, ერთი სტაფილო, ერთი ქილა დაკონსერვებული პომიდორი, 3 კარტოფილი, 3 კბილი ნიორი, 30 მლ ზეითუნის ზეთი, 15 მლ ძმარი, მარილი, პილპილი
მომზადება
სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი, დავჭრათ წითელი ხახვი ღერებად, ჩავყაროთ გაცხელებულ ზეთში, მოვაყაროთ მწიკვი მარილი. ვშუშოთ რამდენიმე წუთი.
ნიახურის ღეროები დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში, ავურიოთ და ვშუშოთ რამდენიმე წუთით.
სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ჩავყაროთ ქვაბში. ვშუშოთ 15 წუთით.
შემდეგ ვამატებთ კონსერვირებულ პომიდორს წვენთან ერთად.
გავფცქვნათ კარტოფილი, დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში.
წვრილად დავჭრათ წითელი კომბოსტოც, ჩავამატოთ სალათას.
ქვაბში ჩავასხათ 2 ლ გაფილტრული წყალი, ავადუღოთ, გაზს ჩავუწიოთ და მოვხარშოთ 35 წუთით.
სანამ ბოსტნეული იხარშება, მოვამზადოთ ჭარხლის შესანელებელი. უმი ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
ტაფას მოვუსვათ ზეთი, ჩავყაროთ ჭარხალი, ვშუშოთ 10 წუთი. ჩავასხათ ძმარი და გაჭყლეტილი ნიორი.
კარგად ავურიოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მდუღარე სუფში ჩავყაროთ ჭარხლის მასა და გამოვრთათ ცეცხლი. ავურიოთ, დავახუროთ ქვაბს. დავტოვოთ ასე 20 წუთით.
ასეთი სასარგებლო ვეგეტარიანული სუფი სუფრასთან მიგვაქვს ცხელი, მოვაყაროთ პილპილი, დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი ან ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!
თუ ინგრედიენტებს ბლენდერში დავაქუცმაცებთ, გამოვა სქელი სუფ-პიურე. ბევრს ტრადიციულ სუფზე მეტად, ასეთი წვნიანის მირთმევა მოსწონს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi