ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს.
იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამაღლებს სისხლის შედედების უნარს, აჯანსაღებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას. ძმრის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება კალიუმის მაღალი შემცველობაა, ის აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისათვის, ასევე ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. არისბუნებრივი ანტისეპტიკი, კლავს მიკრობებს და ხელს უშლის ლპობის პროცესს. ამავდროულად, გირჩევთ, რომ თქვენს კულინარიაში ღვინის ძმარი, ვაშლის ძმრით ჩაანაცვლოთ.
გარდა სამკურნალო და გასტრონომიული დანიშნულებისა, ვაშლის ძმარი სხვა უნიკალური თვისებებითაც ხასიათდება, ის, ასევე, თქვენი სახლის სისუფთავის საიდუმლოს ბუნებრივი საშუალებების სიას მიემატება: ვაშლის ძმარი იდეალური საშუალებაა სანტექნიკის მილების გასაწმენდად. ყველა დიასახლისმა იცის, რამდენ პრობლემას ქმნის კანალიზაციის გაჭედილი მილები. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ერთ ჭიქა ძმარში აურიეთ ნახევარი ჭიქა საჭმელი სოდა და ჩაასხით მილში. გააჩერეთ, დაახლოებით, ნახევარი საათი და შემდეგ ადუღებული წყალი ჩაასხით.
ვაშლის ძმარი შესანიშნავად სპობს სარეცხის მანქანაში ჩაბუდებულ ობის სოკოს, ნადებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. სარეცხი საშუალების ჩასაყრელ დოლურაში ჩაასხით ვაშლის ძმარი და ჩართეთ სწრაფი რეცხვის რეჟმზე.
ვაშლის ძმრის და საჭმელი სოდის კომბინაცია შესანიშნავი საწმენდი საშუალებაა სააბაზანო ოთახისთვის, ამასთანავე, გაცილებით იაფია, ვიდრე ქიმიური საწმენდი საშუალებები.
მასალის გამოყენების პირობები