ესპანური ღვეზელი – რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

0
78
#post_seo_title

ძალიან გემრიელი ესპანური ღვეზელი!

კარგი იქნება, თუ ესპანურ ტრადიციულ ყველს გამოიყენებთ, თუმცა შებოლილი მოცარელაც იდეალური შემცვლელი იქნება.

ინგრედიენტები 6 პორციაზე

ძირითადი:

საქონლის ფარში 300 გრამი

ყველი მოცარელა 150 გრამი

მწვანე ხახვი 1 ცალი

თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ

ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი

კვერცხი 1 ცალი

ფენოვან საფუარიანი ცომი 450 გრამი

ნიორი 2 კბილი

მწიკვი მარილი

 

ნ ა ბ ი ჯ ი 1

შევწვათ ფარში 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში 5წთ ის მანძილზე მაღალ ცეცხლზე. გადმოვყაროთ დიდი კოვზით, ტაფა არ გავრეცხოთ.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 2

დიდი ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში 7 წთ ით.
ნიორი დავჭყლიტოთ, დავამატოთ ხახვს და ვშუშოთ კიდევ 1 წუთი.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 3

ჩავაბრუნოთ ფარში, ჩავასხათ ღვინო და ვშუშოთ ფარშის საბოლოო მომზადებამდე.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 4

ცომი გავალხვოთ. ცომის ერთი ფირფიტა გადავიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. ფრთხილად გავაბრტყელოთ სწორკუთხედის სახით.

გასაბრტყელებლის დახმარებით ცომი გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც დაფენილია საცხობი ქაღალდი.

ფარში დავდოთ ცომის ცენტრში თითქმის მთელი მისი სიგანის გასწვრივ.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 5

ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და მოვაყაროთ ფარშს. ცომის თავისუფალი კიდეები ამოვახვიოთ.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 6

ცომის მეორე ფურცელიც გავაბრტყელოთ და დავჭრათ ზოლებად. ეს ზოლები დავალაგოთ ღვეზელის ზედაპირზე. თითოეული ზოლის ბოლო ამოვახვიოთ ღვეზელის ქვემოდან. კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან და წავუსვათ ღვეზელს ზედაპირზე და გვერდებზე.

 

ნ ა ბ ი ჯ ი 7

ღვეზელი გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 18- 20 წთ.

ესპანური ღვეზელი - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

ნ ა ბ ი ჯ ი 8

ცხელი ღვეზელი დავჭრათ ნაჭრებად, დავისხათ ჩაი და დავტკბეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესპანური ღვეზელი - რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ!

მასალის გამოყენების პირობები