გეინერი მოამზადეთ სახლურად, მიიღეთ სარგებელი დაზოგეთ ფინანსები
გეინერები (Gainer) – სპორტული კვების სახეა, რომელიც ცილოვან-ნახშირწყლოვანი ნაზავისაგან შედგება. მას მწარმოებლები ხშირად კრეატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ინგრედიენტებს უმატებენ. ზოგჯერ გეინერი მცირე რაოდენობის ცხიმებსაც შეიცავს. გეინერის მთავარი ფუნქცია სხეულის მასის გაზრდაა და ენერგეტიკული მარაგის სწრაფი აღდგენა.
პროტეინების და ნახშირწყლების კომბინაციის ეფექტურობა ბოდიბილდინგში დამოუკიდებელი კვლევებითაა დადასტურებული. გეინერები ერთ-ერთ პირველ სპორტულ დანამატებს მიეკუთვნებიან, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. წარსულში გეინერებს იაფფასიანი ცილების გამოყენებით, ცხიმების და შაქრის დამატებით აწარმოებდნენ, რათა მაქსიმალურად გაეზარდათ მათი კალორიულობა.
მოამზადონ ნატურალური გეინერი სახლის პირობებში.
დაგჭირდებათ:რძე 0,5 ლიტრი რძის ფხვნილი 50 გრამი კვერცხი 3-4 ცალი ხაჭო 100 გრამი ბანანი 2 ცალი კაკაო 1 სუფრის კოვზი მურაბის სიროფი 1 სუფრის კოვზი შაქარი არაუმეტეს 1 სუფრის კოვზი. სოდა ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი ნახევარი ჩაის კოვზი.
მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ საგულდაგულოდ. ათქვეფის შემდეგ, მიღებული სითხე უნდა იყოს 1 ლიტრამდე. გეინერი სასურველია მიიღოთ ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი ლიტრი და მეორე ნახევარი ვარჯიშის პროცესში ნელ-ნელა სმით, ან ვარჯიშის ბოლოს.
https://www.bbc.co.uk/food/recipes
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები