ცხვება ღრუბელივით მსუბუქი სუფლე, რაც ჰეროვანი კრემის ტექსტურის დამსახურებაა. გემოთი ნამდვილ რძიან შოკოლადს ჰგავს. მათთვისაც სასიამოვნო იქნება, ვისაც ხაჭო არ უყვარს.
ამ დესერტისთვის გამოიყენეთ უცხიმო ხაჭო და 15 %-იანი არაჟანი. ხაჭო გახეხეთ ან დააბლენდერეთ. თუ ყველაფერს ზუსტად გააკეთებთ, როგორიც საჭიროა ისეთი დესერტი გამოგივათ.
ინგრედიენტები
ხაჭო 250 გრ
რძე ან არაჟანი 100 მლ
მანანის ბურღული 2 ს/კ
კვერცხი 1 ც.
შაქარი 2 ს/კ.
თეთრი შოკოლადი 50 გ
მომზადება:
დააბლენდერეთ ხაჭო, რძე ან არაჟანი, შაქარი, მანი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი.
დაყავით შოკოლადი ნაჭრებად და შეათქვიფეთ ხაჭოიან მასას.
გადაიტანეთ მასა ცხიმწასმულ ფორმაზე.
გამოაცხეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. (2026). განუმეორებელი თეთრი შოკოლადის გემოს ხაჭოს დესერტი.. 9 აგვისტო, 2026. https://shenisupra.ge/განუმეორებელი-თეთრი-შოკო/
