ხუთშაბათი, აპრილი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან პური

ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან პური

რით არის კარგი პური და ღირს თუ არა მისი რაციონიდან ამოღება წონის დაკლების მიზნით

პური -ეს არის უჯრედისი, В ჯგუფის ვიტამინები (მაგალითად, B1, B6, რომლებიც ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ნორმალიზებას განაპირობებს), ასევე კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორი და სხვა მინერალური ნივთიერებები.

პურის კალორიულობა საშუალოდ 250-300 კილოკალორიაა 100 გრამზე. ეს არც ისე ბევრია, თუმცა წვრილად დაფქულ ხორბლის პურს მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს — 85-90. შედარებისთვის: რძიანი შოკოლადისა და შოკოლადის „ბატონების“ ინდექსი დაახლოებით 70-ია, ხოლო ჭვავის პურის ინდექსი — 50-40. ზოგადად, 70-ზე ზემოთ რიცხვი მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, 55-ზე ნაკლები კი — დაბალ მაჩვენებლად.

როდესაც თეთრ პურს მიირთმევთ, ხდება ინსულინის ძლიერი გამოტყორცნა: სისხლში შაქარი მკვეთრად იზრდება, შემდეგ ისევ მკვეთრად ეცემა და სწრაფად გრძნობთ შიმშილს. ამრიგად, ასტიმულირებს რა მადას, წვრილად დაფქული ხორბლის მარცვლის პური ირიბად მოქმედებს წონაში მატებაზე. თუ დიდხანს ზიხართ და ცოტას მოძრაობთ, უმჯობესია ეს პროდუქტი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ.

რაც შეეხება მთელმარცვლოვან პურს, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც შიმშილის შეგრძნებას აქრობს, ის, პირიქით, შეიძლება დიეტაზე მყოფმაც მიირთვას.

ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან პური | შენი სუფრა

ამასთან თუ მთელმარცვლოვან პურს რაციონიდან ამოიღებთ, გაუარესდება ნერვული სისტემის მდგომარეობა. 100 გრამი მთელმარცვლოვანი პური არის ვიტამინ B1-ის ყოველდღიური ნორმის თითქმის ნახევარი (დღე-ღამეში 1,1-1,2 მილიგრამი). თუ ვიტამინი საკმარისი არ არის, ადამიანი ხდება გაღიზიანებული, სწრაფად იღლება და კუნთების სისუსტე უვითარდება. ამასთან პური შეიცავს უამრავ სხვა ვიტამინს, მაგალითად: PP-ს (ნიაცინი), რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მუშაობაზე, და ასევე ვიტამინ B2-ს, რომლის ნაკლებობაც უძილობის პროვოცირებას იწვევს.

წყარო

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  Георгий Пхакадзе: Не позволим закрыть страну
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები