ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით.

0
83
#post_seo_title

ხშირად მარკეტში ნაყიდი შოკოლადის ფილები დაბალი ხარისხისაა. ორთქლზე თუ გაადნობ, იოლად დარწმუნდები ამაში. არ არის სასურველი, რომ ბავშვებმა მსგავსი უხარისხო პროდუქტი მიირთვან, ამიტომ სჯობს შოკოლადი სახლში მოვამზადოთ.

გამოიყენე მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები: კარაქი, კაკაო და მშრალი რძე. გემოვნებით შეგიძლია ქიშმიშისა და თხილის დამატებაც. ასეთი ტკბილი სიურპრიზი ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები

  • 270 გ რძის ფხვნილი
  • 180 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • ასი მლ წყალი
  • 50 გ კაკაო
  • თხილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე ერთმანეთს რძის ფხვნილი და კაკაო.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით. | შენი სუფრა

2. წამოადუღე წყალი, დაამატე შაქარი და გახსენი. აურიე. მიღებული სიროფი ხარშე დაბალ ცეცხლზე 6 წუთის განმავლობაში გასქელებამდე.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით. | შენი სუფრა

3. ჩაამატე სიროფში კარაქი და აურიე სრულ გახსნამდე. გადმოდგი.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით. | შენი სუფრა

4. კარაქიანი სიროფი ჩაასხი მშრალ მასაში, დაამატე დაქუცმაცებული თხილი და კარგად აურიე.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით. | შენი სუფრა

5. შოკოლადის მასა გადაიტანე შერჩეულ ფორმაში. ეს შეიძლება იყოს სილიკონის ან ყინულის ფორმები. მასა მოასწორე და შედგი მაცივარში სრულ გაყინვამდე.

ამის წაკითხვის შემდეგ შოკოლადს მაღაზიაში აღარ იყიდით, წაიკითხეთ და თავად დარწმუნდებით. | შენი სუფრა

გემოთი თხილიანი სახლური შოკოლადი პრაქტიკულად არ განსხვავდება ნაყიდისგან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ამ შემთხვევაში მისი შემადგენლობა ზუსტად იცი. თავისუფლად მიეცი ბავშვებს და მიირთვი თავადაც!

READ  კრემ ბრულეს ჰგავს და ნაზი იოგურტის გემო აქვს. ჩემს ფავორიტ დესერტებს ისიც დაემატა.