ბრუკლინში ქართული კაფე-რესტორანი „საამო“ გაიხსნა – სოფიო ასათიანის ემიგრანტული წარმატების ისტორია

0
49
#post_seo_title
ბრუკლინში ქართული კაფე-რესტორანი გაიხსნა…
ემიგრანტების ისტორიებს შორის ბევრია შრომის, თავდადებისა და საკუთარი ადგილის მოპოვების გზა. სწორედ ასეთია სოფიო ასათიანის ისტორია — ქართველ ემიგრანტზე, რომელმაც რთული წლები გადალახა, ოჯახთან ერთად ახალი ცხოვრება აშშ-ში დაიწყო და დღეს უკვე ბრუკლინში წარმატებით ამუშავებს ქართულ კაფე-რესტორანს „საამო“.
სოფიო გვიყვება, როგორ წავიდა საქართველოდან ჯერ რუსეთში, შემდეგ კი აშშ-ში… რა სირთულეები გადალახა საკუთარი ბიზნესის შექმნის გზაზე და როგორ შექმნა ოჯახური ბიზნესი…
ბრუკლინში ქართული კაფე
სოფიო ასათიანი შვილებთან ერთად

ინტერვიუ სოფიო ასათიანთან:

— სოფიო, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ისტორია..?

—  12 წლის განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდით… იქ შექმნილმა არეულმა სიტუაციამ გადაგვაწყვეტინა ამერიკაში გადმოსვლა. მოსკოვშიც ერთად ვიყავით ოჯახი და აქაც ყველანი ერთად ჩამოვედით და უკვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ საცხოვრებლად დავრჩებოდით. ეტაპობრივად ავუწყვეთ ფეხი აშშ-ს. სხვათა შორის, დიდად არ გვიჭირდა, რადგან მანამდეც საკმაოდ რთული გზები გვქონდა გავლილი. აშშ ჩემთვის ისეთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელიც ნებისმიერ შესაძლებლობას გაძლევს — თუ თავად შეგიძლია ამის გამოყენება. ცოტა ხნის წინ რომ ვინმეს ეთქვა, რესტორანს გახსნიო, ალბათ, გამეცინებოდა, იმდენად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის შეუძლებელი. ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ.

— ოჯახური ბიზნესია ხომ?

— დიახ, ოჯახური ბიზნესია. ვმუშაობთ როგორც მე, ასევე ჩემი შვილები. თავად ვემსახურები სტუმრებს და ეს საერთოდ არ მეთაკილება — არც დამცირებად მიმაჩნია. პირიქით, საკუთარ ბიზნესს ვაშენებ და ეს დიდი სიხარულია!

ბრუკლინში ქართული კაფე
სოფიო ასათიანი ოჯახთან ერთად

— რა თქმა უნდა, ბევრისთვის ნამდვილად საოცნებოა აშშ-ში საკუთარი ბიზნესის გაძღოლა…

— დიახ, ამერიკაში ოჯახური ბიზნესი ძალიან მისაღებია, მეც ძალიან მომწონს და მეტ სტაბილურობას ვგრძნობ. ოჯახის წევრზე მეტად ვინ დაგიდგება მხარში? რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო დიდი წინსვლის იმედიც გვაქვს — ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ და ეს შედეგზეც აისახება.

— რა ჰქვია რესტორანს და სად მდებარეობს?

READ  რატომ არის გირჩის მურაბა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

განაგრძეთ კითხვა…

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ