სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირატომ არის აუცილებელი ხორცი რაციონში

რატომ არის აუცილებელი ხორცი რაციონში

ვეგეტარიანელობა და მისი სხვადასხვა მიმართულება არაერთ ადამიანს იზიდავს, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ხორცის რაციონიდან ამოღებას არ ჩქარობს. ხორცი ცილის უმნიშვნელოვანესი წყაროა და მისი მოხმარებით ორგანიზმი უზრუნველყოფილია ყველა იმ ამინომჟავათი, რომელთა მიღებაც მცენარეული საკვებიდან შეუძლებელია. მაგალითად ნიგოზი, ცილის შემცველობით ხორცის ექვივალენტურია, მაგრამ მისი ათვისება უფრო რთულია.

რატომ არის აუცილებელი ხორცი რაციონში | შენი სუფრა

გარდა ცილისა, ხორცი შეიცავს ფოსფორს, თუთიას, სელენს, რკინას, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს. ხორცის გარდა ცხოველური პროდუქტია რძე და კვერცხი, რომლებიც წარმოადგენს ვიტამინის В12 წყაროს. აღნიშნული ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისა და სისხლის უჯრედების წარმოქმნისათვის. ხორცი ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი კომპონენტის- რკინის წყაროა. ჰემოგლობინი კი ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. რკინა ხორციდან გაცილებით უკეთ აითვისება, ვიდრე მცენარეული საკვებიდან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხორცის მიღება, შესაბამისად დიდი რაოდენობით ცილა გვეხმარება მადის დაკმაყოფილებაში, ხანგრძლივად გვანიჭებს სიმაძღრის შეგრძნებას, და აჩქარებს მეტაბოლიზმს. ხორცი და ცხოველური ცილა ასევე მნიშვნელოვანია კუნთური მასის შესანარჩუნებლად და ძვლების გასაძლიერებლად.

მეცნიერების აზრით სრულად ხორცზე უარის თქმა არ შეიძლება და ის წარმოადგენს ჯანსაღი კვების ელემენტს. უმჯობესია მივიღოთ მოხარშული, ჩათუშული ან ღუმელში გამომცხვარი ხორცი. გრილი და ტაფა ხორცს უფრო მავნეს ხდის, ვიდრე ის სინამდვილეშია.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მოამზადეთ ბრინჯი არაქისითა და პესტოს სოუსით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები