შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ ვაშლისა და ისპანახის სასარგებლო წვენი

მოამზადეთ ვაშლისა და ისპანახის სასარგებლო წვენი

ვაშლისა და ისპანახის სასარგებლო წვენი გამდიდრებულია ვიტამინებითა და მკვებავი ნივთიერებებით. ის დიდი რაოდენობით  შეიცავს კალციუმს, რაც თქვენი ძვლების სიძლიერისა და სიჯანსაღის საწინდარია.

ინგრედიენტები:

  • 2 ფინჯანი ისპანახი
  • ½ გრეიფრუტი
  • 2 ცალი დაჭრილი მწვანე ვაშლი
  • 1 ცალი  გასუფთავებული ჯანჯაფილი
  • 2 ცალი ნიახური
  • ყინულის კუბები

მომზადების დრო: 15 წუთი.

მომზადების მეთოდი:

ბლენდერში მოათავსეთ შედარებით რბილი ინგრედიენტები და აბლენდერეთ, სანამ კარგად არ დათხელდებიან. შემდეგ ჩაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები და ისინიც დათხელებამდე აბლენდერეთ. მოიმარჯვეთ მარლა. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სპეციალურ ჯამში. მოამზადეთ მეორე, ცარიელი ჯამიც. მიღებული მასა  მარლის გამოყენებით ერთი ჯამიდან მეორე ჯამში უნდა გადაწუროთ. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.

მკვებავი ერთეული:

კალორიულობა: 55 კალორია.

ცხიმი: 0 გრ.

ბოჭკო: 1 გრ.

ნახშირწყლები: 13 გრ.

ცილა: 1 გრ.

ფოლიუმის მჟავა: 0 მგ.

ქოლესტერინი: 0 მგ.

შაქარი: 10 გრ.

C ვიტამინი: 0 მგ. 

რკინა: 0 მგ.

ნატრიუმი: 60 მგ.

კალიუმი: 150 მგ.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ექსკლუზიური ინტერვიუ cookeasyandtasty-ის შემქმნელთან ირინა მიროშნიჩენკოსთან
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები