სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

„წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება…“ – გიორგი ფხაკაძის ოპტიმისტური გათვლები

03/05/2021

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.

„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე. გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.

მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsinasaakhaltslod-situatsia-saqartvelooshits-dalagdeba-giorgi-fkhakadzis-optimisturi-gatvlebi/


READ  „მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი! – ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“…-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები