ტოლმის ერთი უგემრიელესი ნაირსახეობაა – ტოლმა ვაზის ფოთოლში. მოამზადეთ და დაამშვენეთ სადღესასწაულო თუ საოჯახო სუფრა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ. საქონლის ხორცი ან შერეული
- 100 გრამი ბრინჯი
- 4 თავი ხახვი
- 500 გრამი არაჟანი ან მაწონი
- ვაზის ფოთოლი
- მარილი და პილპილი
- 1 კონა ქინძი
- 1 კონა ოხრახუში
- უცხო სუნელი
- ხმელი ქინძი
- 4 კბილი ნიორი
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
საქონლის ხორცი (სურვილისამებრ, შეურიეთ ღორის ხორცი) პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაატარეთ აგრეთვე ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.
ნაბიჯი 2
ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.
ნაბიჯი 3
ხორცის პატარ–პატარა გუნდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.
როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი არ ანაჟანი. გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები