სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიუგემრიელესი ქადების რეცეპტი ცნობილი ბლოგერისგან "შენისუფრა"- ს მკითხველს - Tatiana’s Kitchen 💫🌸

უგემრიელესი ქადების რეცეპტი ცნობილი ბლოგერისგან “შენისუფრა”- ს მკითხველს – Tatiana’s Kitchen 💫🌸

სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერი Tatiana’s Kitchen უგემრიელესი ქადების ექსკლუზიურ რეცეპტს უზიარებს Shenisupra.ge-ს.

გთავაზობთ გემრიელი ქადის რეცეპტს:

✨️ინგრედიენტები :

✅️ 450 გრ ფქვილი
✅️ 250 გრ კარაქი

✅️ 200 გრ არაჟანი
✅️ 1 ც კვერცხი
✅️ მარილი
✅️ 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

✨️გულსართი:

✅️ 100 გრ კარაქი
✅️ 200 გრ შაქარი
✅️ 200 გრ ფქვილი

✅️ 1 კვერცხის ცილა ცომზე წასასმელად

✅️ 1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად

✨️ მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ კარაქი, ფქვილი და შევაზილოთ ერთმანეთს. დავუმატოთ არაჟანი და კვერცხი, მარილი, გამაფხვიერებელი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი. დავასვენოთ ცომი და მოვამზადოთ გულსართი:

შაქარი, კარაქი და ფქვილი კარგად გადავზილოთ ერთმანეთში.
დროის გასვლის შემდეგ ცომს ვყოფთ 2 ნაწილად და ვაბრტყელებთ. ვუსვამთ კვერცხის ცილას, ვაყრით გულსართს და ვახვევთ როლად. ზემოდან ვუსვამთ კვერცხის გულს და სასურველი ფორმებით ვჭრით.

ვაცხობთ ღუმელში 170 გრადუსზე 20-25 წთ.
ძალიან გემრიელი ქადებიც მზად არის!

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  არის თუ არა ბანანი სასარგებლო- რა რაოდენობით მივირთვათ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები