ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- მაწონი – 400-500 გ
- კვერცხი – 1 ცალი
- გამდნარი მარგარინი – 200 გ
- პურის ფქვილი – შესაზელად
- სოდა – 1 ჩ/კ
შიგთავსისთვის:
- ტარხუნა – 200 გ
- კვერცხი – 4 ცალი
- ხახვი – 4 ცალი
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადების მეთოდი:
1 ქილა მაწონში, 1 ც კვერცხსა და 200 გრ გამდნარ მარგარინში, შეაზილეთ პურის ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი. ზელის პერიოდში შეაზილეთ 1ჩ.კ სოდა. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ერთი ფენა დადეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფირფიტაზე, მოაყარეთ გული, დააფარეთ ცომის მეორე ფენა, შემოუკეცეთ გვერდები,
გამოაცხვეთ აირღუმელში საშუალო ცეცხლზე.
გულსართი:
დაჭერით წვრილად 200 გრ ტარხუნა, 4 ც მაგრად მოხარშული კვერცხი, დაუმატეთ ცხიმში მოშუშული, წვრილად დაჭრილი 4 ც ხახვი, შავი პილპილი,მარილი.