მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი სტაფილოს სმუზი ,,შენი სუფრას” რეცეპტით.
ინგრედიენტები:
- 1 დაჭრილი სტაფილო
- ½ ჩაის კოვზი წვრილად გახეხილი ფორთოხლის კანი
- 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
- 1 ½ ჭიქა ყინულის კუბურები
- ფორთოხლის ნაჭრები მოსართავად
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
თავდახურულ პატარა ქვაბში მოხარშეთ სტაფილო მცირე რაოდენობით მდუღარე წყალში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ან სანამ ძალიან არ დარბილდება. შემდეგ კარგად გადაწურეთ.
ნაბიჯი 2
სტაფილო მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ წვრილად გახეხილი ფორთოხლის კანი და ფორთოხლის წვენი. დააფარეთ და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ ყინულის კუბურები; დააფარეთ და აურიეთ სანამ გლუვდება. ჩაასხით ჭიქებში. სურვილისამებრ მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები