მოამზადეთ საზაფხულო მსუბუქი და მარტივი სალათა მხოლოდ 20 წუთში. შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული ან მოხარშული სიმინდის მარცვლები.
ინგრედიენტები:
- 400 გრამი სიმინდის მარცვლები
- 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 1 ცალი ყვითელი ბულგარული
- 1⁄2 თავი წითელი ხახვი
- 4 ცალი მწვანე ხახვი
- 1⁄2 კონა დაჭრილი ქინძი
- 3 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
- 1⁄4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი დაკეპილი ნიორი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1⁄8 ჩ/კ კაიენის წიწაკა
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
სიმინდის მარცვლები, დაჭრილი წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი წითელი და მწვანე ხახვი და ქინძი ერთად აურიეთ.
ნაბიჯი 2
პლასტმასის კონტეინერში მოათავსეთ ძმარი, ზეთი, დაკეპილი ნიორი, მარილი და კაიენის წიწაკა. დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ.
ნაბიჯი 3
მიღებული საკმაზი თასში სალათის ინგრედიენტებს მოასხით და გემრიელად მიირთვით.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები