ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმე - შვრიის ბლინები

მოამზადეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმე – შვრიის ბლინები

ეს უგემრიელესი შვრიის ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ ხილის სალათასთან ერთად, ძალიან უხდება იოგურტი, არაჟანი ან მაწონი. კარგი იქნება თუ გამოცხობის დროს ჩაამატებთ კენკრას, ჩააჭრით ბანანს ან ჩაახეხავთ ვაშლს, ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 100 გ ხაჭო
  • 50 გ შაქარი
  • 1 ს.კ არაჟანი
  • 60 გ შვრია, სწრაფად მოსამზადებელი
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან სოდა+ძმარი)
  • 1 ჩ.კ ლიმონის ცედრა
  • 1.5 ს.კ ფქვილი
  • ½ ჭ  კენკრა, გაყინული ან ცოცხალი (სურვილისამებრ)

მომზადების მეთოდი:

კვერცხი, ხაჭო, შაქარი და არაჟანი კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით. დავამატოთ ცედრა და გამაფხვიერებელი, შემდეგ ფქვილი და ბოლოს შვრია.

მზა ცომს დავამატოთ კენკრა და გამოვაცხოთ ორივე მხრიდან, გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე, დაბალ  ცეცხლზე.

ბლინების მომზადებისას ნებისმიერი ინტერპრეტაცია დასაშვებია.

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „შუა პანდემიაში აპირებენ გამოცდების ჩატარებას…. 45 გრადუს სიცხეში რა უნდა დაწეროს ბავშვმა?!“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები