ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს“

„შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს“

14/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


„პირველი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობა. 18-მდე უწყებაა, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს, მათ შორის ჩვენივე შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექტორს არ ჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ კლინიკაში შევიდეს.


ძალიან ბევრ უწყებას ეს უფლება უკვე აქვს, მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უფრო მეტ რისკებთან მუშაობს“, – აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, წინასწარი შეტყობინების გარეშე, კლინიკების შემოწმება აპრობირებული და ფართო პრაქტიკაა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


„თქვენ რომ ნახოთ საერთაშორისო ლიტერატურა, უმრავლეს შემთხვევაში, ყველგან საუბარია შეტყობინების გარეშე ინსპექტირებაზე. მაგალითად აშშ, კონკრეტულად ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობა, მოგეხსენებათ აშშ მეწარმის მიმართ ყოველთვის ძალიან ფრთხილად იღებს ამ გადაწყვეტილებებს და ძალიან მკაფიოდ, გარკვევით წერია, შეტყობინების გარეშე შემოწმების შესახებ. ევროპაშიც არის მსგავსი გამოცდილება, საკმაოდ ფართო, როდესაც ეს ხდება მოულოდნელად.


არის გეგმური შემოწმებებიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. კლინიკამ მაინც წინასწარ იცის, რომ წელიწადში ერთხელ, ხდება შემოწმება, ჩაივლის ეს შემოწმების პროცესი და უკვე მეორე წლამდე ფიქრობს, რომ აღარავინ შეამოწმებს. იშვიათია, მაგრამ არის ფაქტები, რომ ინსპექტირების გავლის შემდგომ, ერთი კლინიკიდან მეორეში აპარატი გადაიტანეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავსი და სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისთვის იზრდება საჯარიმო სანქციების ოდენობაც.


„დიდი ხნის წინ არის ეს ჯარიმები დაწესებული. სულ მცირე, ინფლაციის ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, მაინც თუნდაც ეს გამოიწვევდა ჯარიმების გაზრდის საჭიროებას. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო ის, რომ განმეორებითი დაჯარიმების შემთხვევები არის ხშირი – 40-45%-ს აღწევს. რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა, რომელიც არღვევს გარკვეულ პირობას, ურჩევნია, მეორედაც გადაიხადოს ეს ჯარიმა, რადგან მისი გადახდა შეიძლება დაუჯდეს 500 ლარი, კონკრეტული დარღვევის გამოსწორება კი 5000 ლარი. ამდენად, ამას მეტად ექნება პრევენციული დატვირთვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

READ  ლუდის 5 სასარგებლო თვისება

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები