შაბათი, მარტი 29, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიშედეგი უფრო ცუდი გვექნება. არმაგედონი დაგიხატეთ, ბოდიში, მაგრამ ასეა - რატომ გაიზარდა...

შედეგი უფრო ცუდი გვექნება. არმაგედონი დაგიხატეთ, ბოდიში, მაგრამ ასეა – რატომ გაიზარდა კოვიდ-19-ით…

04/05/2020

დღეს საქართველოში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში, 4 ათასზე მეტი პაციენტი გვყავს გარდაცვლილი.


ბევრი ამბობს, რომ ეს რიცხვი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მოსახლეობა 4 მილიონიც არაა, ძალიან ბევრია.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 20-ს არ სცილდება, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია.


გარდაცვალილთა რიცხვი ბოლოს 10-დან 15 -მდე მერყეობდა, დღეს გაზრდილი მაჩვენებელი რას უკავშირდება, რას ვერ აკეთებს ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში, ამის გარკვევევად „ფორტუნა“ „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.


როცა ვინმე საქართველოში ბედავს და ამბობს, რომ 20 ადამიანი დღეში დაინფცირებული ბევრი არაა, შეკითხვა მაქვს ასეთი, ჩემს სანათესაოში დღეში 20 ადამიანი რომ გარდაიცვალოს, ეს ბევრი არის თუ ცოტა?


მინდა, ჩემი შეკითხვა სიტყვა-სიტყვით დაწეროთ. გარდაცვლილები ხომ ვიღაცის მშობლები და ბებია-ბაბუები არიან. კოვიდით ერთი ადამიანი, ეს უკვე კატასტროფაა და 20 ადამიანი უკვე საშინელებაა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ თვის მონაცემზე, ერთი დღის მონაცემზეა საუბარი. მომავალში ავალთ ალბათ 30-ზეც.


ტაილანდში დღეში 21 ადამიანი გარდაიცვალა და მგონი, რევოლუცია დაიწყო. იქ არის 60 მილიონი ადამიანი და ჩვენთან 4 მილიონიც არ ცხოვრობს.“- ამბობს პროფესორი ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ „3 მილიონ ადამიანზე კოვიდით დღეში 20 გარდაცვლილი, კატასტროფაა.


„იმედი მაქვს, რომ პროცესი მალე დამთავრდება და ევროკავშირი სექტემბრამდე პანდემიას მიხედავს.


ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ეს ხალხი, ვინც ჩვენი ერის წინააღმდეგ „გენოციდი ჩაიდინა“, ყველას მოეკითხება პასუხი და ძალიან ცუდად დაამთავრებს.


მოდით, ყველაფერი გავაანალიზოთ.


ახალი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი რომ დაინიშნა, ერთ კვირაში ყველა რეგულაცია ქვეყანაში გაქრა და ისე გაქრა, თითქოს ქვეყანაში ვაქცინა გვქონდა.

გარდა ამისა, ნუ ვიტყუებთ თავს, ჩვენთან არანაირი რეგულაციები არ არის, ჩვენთან ისეა ცხოვრება როგორც ისრაელშია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისრაელში არიან ვაქცინირებული ადამიანები და ჩვენთან ვაქცინა არაა.

ვინც ამბობს, რომ 20 გარდაცვლილი ადამიანი ბევრი არაა, „აპრავებენ“ ამ ადამიანებს, ვინც რეგულაციები გააუქმა.


ყველა პოლიტიკოსი არის დროებითი და ამ ექიმებს კი მოეკითხებათ, იმიტომ რომ ხალხი გამოფხიზლდება და ვინც ამ დანაშაულში იღებდნენ მონაწილეობას, ყველა ციხეში ამოყოფს თავს თავის მუშკეტერებიანად და მოადგილეებიანად.


პოლიტიკოსების განაჩენი მომდევნო არჩევნებზე გახდება ცნობილი, მათ ხმას მეორედ აღარ მისცემს ამომრჩეველი, მაგრამ ხომ უნდა დაისვას კითხვა, რის საფუძველზე მოიხსნა მკაცრი რეგულაციები ერთდროულად?


და აქვე მინდა დავსვა მეორე კითხვა, რის საფუძველზე აკეთებენ მანიპულაციას სტატისტიკაზე?


როდესაც გიორგი გახარიას მოწყობილ თათბირს ვესწრებოდი ნოემბერში, ვთქვი, რომ ქვეყანაში იყო არა 5 ათასი, არამედ 10 ათასი ინფიცირებული და ყველა, ვინც იყო იმ თათბირზე, დამეთანხმა. მაშინ იმ შეხვედრაზე რომ არ ვყოფილიყავი, ქვეყნის დაკეტვა არ მოხდებოდა და დეკემბერში ქვეყანაში მართლა სასაკლაო გვექნებოდა.


ამბობდნენ, რომ ქვეყანა დაეკეტათ მარტო შაბათ -კვირას. რა თქმა უნდა, ამის სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი“. – განმარტავს ჩვენთან საუბარში გიორგი ფხაკაძე.


კითხვაზე, გამოცხადებული უქმეები რამდენად შეუშლის ხელს ვირუსის გავრცელებას, გიორგი ფხაკაძე პასუხობს.


„ გამოცხადებული უქმეები არის თავის ძალიან დიდი მოტყუება. ეს გამოსავალი არაა. ახლა შენ გაქვს 2 გამოსავალი. როცა შენ ამ ვირუსს ებრძვი. ან აკეთებ ტოტალურ ვაქცინაციას, ისე როგორც ისრაელი. ან აკეთებ იმას, რასაც ჩინეთი აკეთებს – ლოკდაუნს. ჩინეთი ვირუსს ლოკდაუნით აკოტროლებს და არა ვაქცინით. ამის შესახებ მე ბევრი ინფორმაცია მაქვს დოკუმენტურად დადასტურებული.


მოკლედ, ვირუსთან ბრძოლის 2 მოდელია, ან ჩინური, ან ისრაელის, ჩვენ გვაქვს „ქართული მოდელი“. ანუ არც ვაქცინა გვაქვს, ეს ვაქცინაცია არაა, ესაა ბლეფი და ნაცრის შეყრაა თვალებში და არც რეგულაციები“ – ამბობს ფხაკაძე.


ფხაკაძის თქმით, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ოპოზიციაც ხელისუფლების მსგავსად დამნაშავეა.


„ოპოზიციაც დამნაშავეა შექმნილ მდგომარეობაზე. არც ერთი არ გამოვიდა და არ თქვა, მივხედოთ მოსახლეობას და მონატორიეუმზე შევთანხმდეთო.


პირიქით, გამოდიან და მიტინგებს აწყობენ. კარგით რა…“ – აცხადებს პროფესორი.


ფხაკაძე ამბობს, რომ რეგულაციები ნელ-ნელა, ეტაპობრივა უნდა მოიხსნას.


„მე მომხრე ვარ, ქვეყანა მთლიანად გაიხსნას მკაცრი რეგულაციებით, რომლებიც ძალიან ნელა უნდა მოვხსნათ. ჩვენ ამ ვირუსთან უნდა ვიცხოვროთ 2022 წელსაც, მათ კი რეგულაციები ერთ დღეში მოხსნეს, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ბეგრაუნდი ჰქონდა.

READ  ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის ...

მე რომ ვყოფილიყავი ამირან გამყრელიძის ადგილას, იმ წუთასვე გადავდგებოდი თანამდებობიდან. ასე გააკეთა არაერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა, როდესაც მისმა პოლიტიკოსებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო ჩვენმა პრემიერმა.


ძალიან ცუდი სცენარისკენ მივდივართ, შედეგი უფრო ცუდი გვექნება. არმაგედონი დაგიხატეთ ბოდიში, მაგრამ ასეა“. – ამბობს „ფორტუნასთან“ პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


“ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას?” – რომელი ვაქცინით აცრა გადაწყვიტა გიორგი ფხაკაძემ


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/shedegi-ufro-cudi-gveqneba-armagedoni-dagikhatet-bodishi-magram-asea-ratom-gaizarda-kovid-19-gardacvlilta-statistika



მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

პრადა ვერსაჩეს შეძენას გეგმავს? გაიგეთ დეტალები

მარტი 29, 2025
იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

იტალიის საიდუმლო ტბები – კომოს უკეთესი ალტერნატივები ტურისტული ხმაურის გარეშე

28 მარტი 2025
130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

130 წლის შემდეგ „ნავარელი ქალი“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბრუნდება

მარტი 29, 2025
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის მემორანდუმი გაფორმდა — რა ცვლილებები გველოდება საბანკო სფეროში

მარტი 29, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები