ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმოამზადეთ შებოლილი ორაგულის სალათი

მოამზადეთ შებოლილი ორაგულის სალათი

მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული ორაგულის გრილი სალათი არაჩვეულებრივია ვახშმად, ის გამოგადგებათ პიკნიკებზეც.

ინგრედიენტები:

  • ცივი მსუბუქად შებოლილი ორაგული – 150 გრ.
  • ბოლოკი – 8 ც.
  • მოხარშული კარტოფილი – 200 გრ.
  • წითელი ხახვი – ნახევარი
  • კვერცხი – 2 ც.
  • მწვანე სატაცური – 8-10 ც.
  • მწვანე ხახვი
  • მარილი

საკაზმად:

  • ზეითუნის ზეთი – 3 სუფრის კოვზი
  • მდოგვი – 2 ჩაის კოვზი
  • თაფლი – ½ ჩაის კოვზი
  • თეთრი ღვინის ძმარი – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, შავი წიწაკა

მომზადების დრო : 20 წთ.

ულუფების რაოდენობა: 2 

მომზადების მეთოდი:

  • ქვაბში მოადუღეთ წყალი.  ჩაყარეთ კვერცხი და ხარშეთ 6 წუთის განმავლობაში. მოხარშულ კვერცხს ცივი წყალი გადაავლეთ და კანი გააცალეთ. დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად.
  • ქვაბში მოადუღეთ წყალი. დაუმატეთ ცოტა მარილი. სატაცური 2-3 წუთის მანძილზე ხარშეთ. მოხარშულ სატაცურს ცივი წყალი გადაავლეთ, შემდეგ კი 2,5-3 სანტიმეტრის სიგრძის ნაჭრებად დაჭერით.
  • კარტოფილი მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით, ბოლოკი – მრგვალ ნაჭრებად, ხოლო ხახვს ნახევარმთვარის ფორმა მიეცით.
  • თევზი ბრტყლად დაჭერით
  • საკაზმის ინგრედიენტები ქილაში გადაიტანეთ და კარგად ანჯღრიეთ, სანამ ერთმანეთს ბოლომდე არ შეერევა.
  • სალათის ყველა ინგრედიენტი, გარდა კვერცხისა, ჯამზე გადმოიტანეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ კვერცხიც დაუმატეთ. მოასხით საკაზმი. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და მზა სალათს მოაყარეთ.

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ყველგან მოითხოვეთ „ფხაკაძის“ პირბადე – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები